წინამდებარე დოკუმენტი არის სქროლის ვებ გვერდის scroll.eco (სქროლის ონლაინ მაღაზიის) სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება თქვენსა და შპს მერკურს შორის. შპს მერკურის რეგისტრირებული მისამართია – ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ცინცაძის ქ., N 43, ბ. 4ა. შპს მერკური წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „სქროლი“.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით სქროლის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ჩვენი გუნდი მზადაა დეტალურად გიპასუხოთ კითხვებზე.
ვებ გვერდით სარგებლობის წესები და პირობები მისი ცვლილებებთა და სქროლის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და უნდა იქნეს განხილული ერთად როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებ გვერდზე რეგისტრაციისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას, თქვენ ეთანხმებით, რომ გაეცანით და აღიარებთ ამ დოკუმენტებს და აცხადებთ თანხმობას გავრცელდეს თქვენზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით სქროლის სამართლებრივ დოკუმენტებს, შეგიძლიათ არ გამოიყენოთ ვებ გვერდი, თუმცა, გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი შენიშვნები ელექტრონულ ფოსტაზე.
- საგანი;
ვებ გვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა წვდომა ონლაინ მაღაზიაზე, სადაც შეუძლია შეიძინოს სქროლის პროდუქცია.
ყოველი ცალკეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებ გვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს მერკური. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.
ონლაინ მაღაზიით სარგებლობის წესები და პირობები, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები მოცემულია წინამდებარე დოკუმენტში.
- ანგარიში;
იმისათვის, რომ შეიძინოთ პროდუქცია სქროლის ონლაინ მაღაზიაში, უნდა დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე (ვებ გვერდი და ონლაინ მაღაზია ერთად მოხსენიებული როგორც „ვებ გვერდი“).
რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოთ:
- ელექტრონული ფოსტა;
- ტელეფონის ნომერი;
- სახელი და გვარი;
- მისამართი;
ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება, რომლითაც გაააქტიურებთ ვებ გვერდზე თქვენს პროფილს. გააქტიურების შემდეგ თქვენ ხდებით ავტორიზებული მომხმარებელი და გაქვთ წვდომა ვებ გვერდზე განთავსებულ პროდუქციის შეძენაზე.
რეგისტრაციისას უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მიწოდებისა და თანხის დაბრუნების/პროდუქციის გამოცვლის პირობებს. ასევე დაადასტუროთ, გსურთ თუ არა თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია გამოყენებული იქნეს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
რეგისტრაციისას თავად აგენერირებთ მომხმარებელს და პაროლს, რითიც შემდგომში შეგიძლიათ ავტორიზაცია. არ გადასცეთ ეს ინფორმაცია მესამე პირებს. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის მომხმარებლისა და პასვორდის კონფიდენციალობაზე, რაც ასევე გულისხმობს თქვენი კომპიუტერითა თუ მობილური მოწყობილობით სარგებლობის შეზღუდვას. თქვენ ადასტურებთ, რომ იღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ ქმედებაზე რაც განხორციელდება თქვენი ავტორიზებული ანგარიშით. იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის ცნობილი გახდება რომ თქვენი ანგარიშით სარგებლობს სხვა პირი, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ.
სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი და სწორი.
რეგისტრაციისას არ გამოიყენოთ სხვა ადამიანის სახელი და გვარი, არ გამოიყენოთ სახელი, რომელიც შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი შეიძლება იყოს სხვა პირებისთვის.
არასწორი ინფორმაციის მითითების, ყალბი პროფილის აღმოჩენის, ან ისეთი მომხმარებლების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც არღვევენ წინამდებარე წესებსა და პირობებს, სქროლი უფლებას იტოვებს ცალმხრივად, შეტყობინების გარეშე გააუქმოს ანგარიში.
- პროდუქციის შეძენა;
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ვებ გვერდზე და მოათავსოთ კალათაში.
ანგარიშსწორებამდე გადაამოწმეთ თქვენ მიერ მითითებული მისამართი. დარწმუნდით, რომ ნამდვილად გსურთ კონკრეტული პროდუქციის მითითებულ მისამართზე მიწოდება და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძეთ შეძენა.
კალათაში მოთავსების შემდეგ გადამისამართდებით ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების გვერდზე პროდუქციის ღირებულებას დაემატება თქვენი საბანკო ოპერატორის მიერ განსაზღვრული საკომისიო მათი სერვისით სარგებლობისთვის. გადაამოწმეთ ეს თანხა, სანამ დაადასტურებთ თანხის გადარიცხვას.
ანგარიშსწრების განხორციელების შემდეგ გადამისამართდებით სქროლის ვებ გვერდზე, სადაც მითითებული იქნება თქვენი შეკვეთის დეტალები.
განხორციელებული შესყიდვა და შესყიდვების ისტორია, შეგიძლიათ ნახოთ ვებ გვერდზე ავტორიზაციის შემდეგ თქვენს პერსონალურ პროფილში.
სქროლი უფლებამოსილია უარი თქვას ან გააუქმოს შეკვეთა, თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
პროდუქციის მიწოდების პირობები შეგიძლიათ იხილოთ /ლინკი/
სქროლის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიწოდებას ახორციელებს პარტნიორი საკურიერო მომსახურების კომპანია – შპს მერკური დელივერი (ს/კ 405430500). პროდუქციის შეძენისას თქვენ ეთანხმებით, რომ საკურიერო მომსახურებას გაგიწევთ შპს მერკური დელივერი. საკურიერო მომსახურების შესახებ შეთანხმების მხარეებს წარმოადგენთ მხოლოდ თქვენ და შპს მერკური დელივერი.
მიწოდება ხორციელდება შეკვეთის დღეს. 20:00 საათის შემდეგ განთავსებულ შეკვეთებს შპს მერკური დელივერი მოგაწვდით მომდევნო დღეს.
სქროლის ონლაინ მაღაზიაში შეძენის დასრულებისას (მას შემდეგ რაც ანგარიშსწორების წარმატებით დასრულებისას ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეკვეთის დასტური), თქვენ ხდებით შეძენილი პროდუქტის მესაკუთრე. საკუთრების უფლების მიღებასთან ერთად მომხმარებელზე გადადის პროდუქციის დაკარგვის, დაზიანების ან ნებისმიერი სხვა პროდუქციასთან დაკავშირებული რისკები. სქროლი გადასცემს პროდუქტს კურიერს თქვენს მისამართზე ტრანსპორტირებისათვის.
- ანგარიშსწორების წესი;
ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ფორმით.
თითოეული შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებ გვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.
ქარს არ აქვს წვდომა ანგარიშსწორების გვერდზე და თქვენ მიერ მითითებულ ბარათის მონაცემებზე.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
ანგარიშსწორების დასრულების შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ დასტური შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.
- პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა;
სქროლი უფლებას იტოვებს დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით. ასეთი შეტყობინების მიღების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით.
- მარკეტინგული აქტივობები;
ვებ გვერდზე რეგისტრაციისას, თქვენ ეთანხმებით ნიუსლეთერების, მარკეტინგული ან წამახალისებელი მასალების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში, თქვენ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ვებ გვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შემოთავაზებებსა და ინფორმაციას.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ამგვარი ინფორმაციის მიღებაზე ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი შეტყობინებით.
- საავტორო უფლებები;
სქროლის ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ანიმაციური გამოსახულებები, პროდუქცია ექსკლუზიურად ეკუთვნის ქარს.
სქროლის სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წამოადგენს შპს მერკურის საკუთრებას.
სქროლის სასაქონლო ნიშნის ან სქროლის ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის ვიზუალების ნებისმიერი სახით გამოყენება, ჩვენი წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი სასაქონლო ნიშანი, სქროლის ვებ გვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ისინი იმგვარად, რომ დაამციროთ ან შეურაცხყოფა მიაყენოთ ჩვენს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, სქროლი უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით სქროლისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს სქროლის მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის ადვოკატისა და სასამართლოს ხარჯებს.
ვებ გვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.
ჩვენ პატივს ვცემთ სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოგიწოდებთ თქვენც დაიცვათ სქროლის საავტორო უფლებები.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ საავტორო უფლებების მესაკუთრე და თვლით რომ თქვენი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა ჩვენს ვებ გვერდზე. გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითეთ დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.
- აკრძალული ქმედებები;
თქვენ უფლება გაქვთ გამოიყენოთ სქროლის ვებ გვერდი კანონიერი მიზნებისთვის. ვებ გვერდზე რეგისტრაციისას თქვენ ეთანხმებით არ გამოიყენოთ ის:
- ნებისმიერი მიზნით რაც არღვევს ადგილობრივ კანონმდებლობას;
- სხვა ადამიანების დამცირების, ექსპლუატაციის, ზიანის მიყენების მიზნებისთვის;
- ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად;
- იმისათვის რომ განასახიეროთ რაიმე კომპანია, კომპანიის თანამშრომელი ან ნებისმიერი სხვა პირი;
- ნებისმიერი სხვა გზით რაც არღვევს სხვა პირების უფლებებს, არის არაკანონიერი, ყალბი და ზიანის მიმყენებელი;
- არ გამოიყებთ ვებ გვერდს იმგვარად, რაც ხელს შეუშლის, დააზიანებს ან შეაფერხებს ვებ გვერდის მუშაობას;
- არ გამოიყენებთ არანაირ მოწყობილობას, პროგრამას რომლის მიზანიც იქნება ინფორმაციის მოპოვება ვებ გვერდიდან, ვებ გვერდის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა;
- არ შეეცდებით მოიპოვოთ წვდომა სხვა მომხმარებლების ავტორიზაციის ინფორმაციაზე.
ვებ გვერდი და მისი კონტენტი, წარმოდგენს შპს მერკურის ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
- პასუხისმგებლობების გამორიცხვა;
მომხმარებელი ვებ გვერდზე რეგისტრაციისას ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი და ვებ გვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.
სქროლი უზუნველყოფს წვდომას ვებ გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე დოკუმენტში მითითებული წესებისა და პირობების შესაბამისად. თუმცა, სქროლიარ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაზე. სქროლი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვებ გვერდი ან მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
სქროლი არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე რომელიც შეიძლება დადგეს გაუფრთხილებლობით, ასევე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მომხმარებლის ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაცია გადაეცა მესამე პირს.
სქროლი და მისი ყველა თანამშრომელი გამორიცხავს ნებისმიერ პასუხისმგებლობას (მათ შორის ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა, სასამართლო დავასთან ან არბიტრაჟთან დაკავშირებული გადასახდელები) იმ შემთხვევებისთვის, რომლებიც გამომდინარეობს ამ დოკუმენტის თქვენი ბრალეული დარღვევის შემთხვევაში. ასევე იმ შემთხვევაში, თუ დაარღვიეთ საქართველოს კანონმდებლობა.
იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენს სქროლის პასუხისმგებლობას, ის შეზღუდული იქნება სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით. კომპანია არ აგებს პასუხს ნებისმიერი ზიანისთვის, შეფერხებისთვის რაც შეიძლება დადგეს მესამე პირების მონაწილეობით – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვ. შეფერხებული მუშაობით.
- ვადა;
წინამდებარე წესები ძალაშია მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე თითოეული მომხმარებლისთვის.
- ლინკები სხვა ვებ გვერდებზე;
ვებ გვერდზე შეიძლება შეგხვდეთ ლინკები რაც არ არის შპს მერკურის საკუთრება. მერკური არ არის პასუხისმგებელი სხვა ვებ გვერდების შინაარსზე, მომსახურებაზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და ა.შ.
სხვა ვებ გვერდზე გადამისამართებისას, გთხოვთ გაეცანით მათ დოკუმენტებს. სქროლი პასუხისმგებლობას იხსნის ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც შესაძლოა დადგეს ასეთი ვებ გვერდებით და მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურებით სარგებლობით.
- შეწყვეტა;
თქვენ უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს სურვილისამებრ შეწყვიტოთ ვებ გვერდით სარგებლობა. ანგარიშის გასაუქმებლად, მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მომხმარებლის მიერ თითოეულ შეკვეთაზე თანხის გადახდა და სქროლის მიერ შეძენილი პროდუქციის კურიერისთვის ტრანსპორტირებისთვის გადაცემა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტას შესრულებით.
- მარეგულირებელი კანონმდებლობა;
წესები და პირობები, კონფიდენციალობის პოლიტიკა განმარტებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები თანხმებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილები არიან მიმართონ თბილისის საქალაქო საამათლოს.
თუ ამ წესების და პირობების რომელიმე ნაწილი ბათილად იქნება ცნობილი სასამართლოს მიერ ეს არ გამოიწვევს სხვა ნაწილების ბათილად ცნობას.
სამართლებრივი დოკუმენტები სქროლის ვებ გვერდზე ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე. თარგმანებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ვერსიას.
- ცვლილებები;
სქროლი უფლებას იტოვებს შეცვალოს წინამდებარე მომსხურების პირობები დროდადრო. ყველა ცვლილება განთავსებული იქნება სქროლის ვებ გვერდზე და ძალაში შევა განთავსების მომენტიდან. თქვენ მიერ ვებ გვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით შეცვლილ პირობებს არ ისარგებლოთ ვებ გვერდით.