ბლოგი

კიდევ 5 მიზეზი გასასქროლად

ელექტრო სკუტერების მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება სკუტერების უპირატესობების რაოდენობაც. ყველამ ვიცით, რომ ისინი ეკო-მეგობრულებია, გვეხმარებიან სწრაფად გადაადგილებაში და მათი მეშვეობით გადაადგილება უფრო სახალისოა, თუმცა არის სხვა მხარეებიც, რომელიც ელექტრო სკუტერებს დამატებით ღირებულებას მატებს:

აქ გაგიზიარებთ ელექტრო სკუტერების დამატებით 5 უპირატესობას, რაზეც შეიძლება აქამდე არ დაფიქრებულხარ:

  1. გასქროლვა გვეხმარება სხეულის ბალანსის უკეთ კონტროლში – ელექტრო სკუტერის მართვა დაგეხმარება სხეულის ბალანსის განვითარებაში, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ფრთხილი და დაბალი სიჩქარით გასქროლვაც კი კარგია წონასწორობის შენარჩუნების გასაუმჯობესებლად.
  2. დაგანახებს ახალ პერსპექტივებს – ერთი ჩვეულებრივი მგზავრობის დროსაც კი, სქროლით შეიძლება ისეთ ადგილს შეხვდე, რომლისთვისაც აქამდე ყურადღება არასდროს მიგიქცევია. გარდა ამისა, შეგიძლია გაიცნო ბევრი ახალი ადამიანი.
  3. ზოგავ დროს – იმ დროს, რაც საცობში უნდა გაგეტარებინა ან თუნდაც ფეხით სიარულისას დაგეხარჯა, შეგიძლია საყვარელი საქმის კეთებას დაახარჯო.
  4. Მგზავრობა ბევრად უფრო სასიამოვნო პროცესი ხდება – გარეთ ყოფნა განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა. გასქროლვა კი ამ პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და საინტერესოს ხდის. შეიძლება სადმე წასვლა სულაც არ გეხალისებოდეს, მითუმეტეს თუ იცი, რომ შეიძლება საცობშიც მოხვდე ან ხალხით გადატვირთული ტრანსპორტით მოგიწიოს მგზავრობა. თუმცა ამაზე აღარ ღელავ, როდესაც იცი, რომ ეს გზა შეგიძლია სწრაფად გასქროლო და თან ამ ყველაფრით სიამოვნება მიიღო.
  5. ეკო-მეგობრულია – არ შეგვიძლია დავწეროთ ეს ბლოგი ელექტრო სკუტერის დადებითი მხარეების შესახებ, გარემოს ხსენების გარეშე. დღეისათვის ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს, რადგან გარემოში სხვადასხვა დამაბინძურებლის რაოდენობის ზრდა უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ასევე ეკოსიტემებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე. ჩვენი ეკო-მეგობრული ტრანსპორტით მგზავრობისას კი გარემოში არ გამოიყოფა CO2, რაც ნიშნავს, რომ ჰაერი არ ბინძურდება, ხოლო საცხოვრებელი გარემო უფრო მწვანე ხდება.

ყველა მგზავრი სხვადასხვა მიზნით სქროლავს, ბევრი სქროლს სამსახურამდე, ან სხვა აუცილებელ ადგილამდე მისასვლელად იყენებს, ნაწილისთვის ის გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, ზოგიერთისთვის კი სქროლი უბრალოდ მეგზურია, რომელთან ერთადაც რუტინად ქცეულ ყოველდღიურობას ახალ ფერებს მატებს.