ბლოგი

30 პროცენტიანი ქეშბექი სფეისის ვიზა ბარათის მომხმარებლებს

იმისათვის, რომ გავხადოთ ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომი უფრო მეტი ადამიანისთვის, ვნახოთ მეტი სქროლერი თბილისისა და ბათუმის ქუჩებში და საბოლოოდ შევქმნათ ქალაქები სადაც სქროლერები ავტომობილებს მინიმუმ გავუთანაბრდებით, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ თანამოაზრეებს და არც ისე დიდი ხნის ძებნის შემდეგ, დღეს სფეისისა და ვიზას მეგობრები გავხდით.

Სწორედ ამიტომ, თუ ხარ სფეისის ვიზა ბარათის მომხმარებელი და შენთვის სქროლი უკვე ყოველდღიურობის ნაწილია, 19 ივნისიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, სფეის ვიზა ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდისას გასქროლვის დასრულებისთანავე თანხის 30%-ს დაიბრუნებ მომენტალურად.

Თუ ჯერ არ მდგარხარ სქროლის სკუტერზე, გაქვს სფეის ვიზა ბარათი და გინდა გაიცნო საკუთარი ქალაქი თავიდან, გაისეირნო მეგობრებთან ერთად და დაიცვა სოციალური დისტანცია ან უბრალოდ გსურს აღმოაჩინო გადაადგილების სწრაფი, მარტივი და მობილური საშუალება – ჩვენ დაგეხმარებით პირველი მგზავრობის დაწყებაში:

  1. Გადმოწერე აპლიკაცია “Bird” შენს მობილურში
  2. Გაიარე რეგისტრაცია
  3. მიაბი სფეის ვიზა ბარათი აპლიკაციას და მონიშნე გადახდის მეთოდად
  4. Იპოვნე რუკაზე სკუტერი
  5. Დაასკანერე QR კოდი და გასქროლე
  6. Დაასრულე მგზავრობა და მიიღე მომენტალური 30% ქეშბექი შენს ანგარიშზე.

 

Ჩართე ვიდეო და თაკო გაჩვენებს გასქროლვის დეტალურ ინსტრუქციას.

ქეშბექს აქვს  მაქსიმალური ლიმიტი – თვეში 100 ლარიეს ნიშნავსრომ თვის განმავლობაშითუ შენ მიერ დაგროვილი ქეშბექი 100 ლარს მიაღწევსამავე თვეში გადახდილ თანხაზე მეტი ფული უკან აღარ დაგიბრუნდება.

თუ შენს მიერ შესრულებული გადახდა რაიმე მიზეზით გაუქმდებაშენთვის დარიცხული ქეშბექი და შესაბამისი რაოდენობის ვარსკვლავები უკან დაგვიბრუნდება.

Კამპანიის პირობების გასაცნობად, გადადი ბმულზე: https://my.space.ge/space_and_scroll/

 

უსაფრთხო და ბედნიერი მგზავრობა!