ბლოგი

რჩევები სქროლისა და რინგოსგან

ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ რამხელა ზიანი მოაქვს პოლიეთილენის პარკებს გარემოსთვის – და მაინც მთელ მსოფლიოში ყოველ 1 წამში 160,000 პოლიეთინელის პარკი გამოიყენება. ყველა მათგანი რომ შევაერთოთ, ისინი დედამიწას 4200-ჯერ შემოეხვევიან. მართალია, არა ერთხელ და ორჯერ, არამედ 4200-ჯერ!

რთულად გადასამუშავებელ ნაგავს შორის სწორედ  პოლიეთილენის პარკები იკავებენ ერთ-ერთ პირველ ადგილს. მათ გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, მაშინ როცა ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვეში იწყებს გარემოში დაშლას და 12-24 თვეში სრულად იშლება.

ალბათ გახსოვს, რომ სქროლმა ახალი კამპანია #scrollrecommends წამოიწყო, სადაც სხვადასხვა ეკო-ბრენდთან ერთად შენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციებს გიზიარებს და გირჩევს როგორ გახდე უფრო ეკო-მეგობრული, რათა ერთად მოვაგვაროთ არსებული ეკოლოგიური პრობლემები.

ჩვენი ერთ-ერთი ეკო-მეგობარი რინგო უკვე 4 წელია, რაც გარემოზე ზრუნავს. ის ლოკალურ ბაზარზე ხელნაკეთ ქისებს აწარმოებს, რომლებშიც ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი პარკებია მოთავსებული ძაღლის ფეკალიების ასაღებად.

რინგო ერთერთი პირველი სტარტაპი იყო, რომელიც დასაბამიდანვე მხოლოდ ბიოდეგრადირებად პარკებს მოიხმარდა და ყველას ამისკენ მოუწოდებდა, რადგან:

  • ბიოდეგრადირებად პარკები მზადდება მხოლოდ ბუნებრივი, მცენარეული ნედლეულისგან, რომლის წარმოებისას ჰაერში საერთოდ არ გამოიყოფა ნახშირბადი;
  • მისი წარმოებისას იხარჯება 65%-ით ნაკლები ელექტროენერგია, ვიდრე პოლიეთილენის პარკის წარმოებისას.
  • ის მიწასთან შეხებისას მთლიანად იხრწნება და არ აქვს მავნებელი ეფექტი ეკოსისტემაზე.
  • ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარებით ეკოლოგიასთან ერთად, შენი მეგობრების ჯანმრთელობასაც უფრთხილდები, რადგამ გარემოზე ზრუნვა, ადამიანებსა და ცხოველებზე ზრუნვას ნიშნავს.

თუ ერთი ადამიანიც კი ბიოდეგრადირებად პარკებს გამოყენებაზე გადავა, გარემო 22,000-ით ნაკლები პოლიეთილენის პარკით დაბინძურდება, და ეს ერთ-ერთი ადამიანი შეგიძლია იყო შენ!

თუ გინდა გახდე უფრო ეკო-მეგობრული და შეიტანო წვლილი არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში, გამოგვყევი სქროლის და რინგოს ინსტაგრამ გვერდებზე, თვალი ადევნე ჩვენს რეკომენდაციებს, ჩაერთე გათამაშებებში და მიიღე ძალიან ბევრი საინტერესო საჩუქარი!