სქროლის სიახლეები

როგორ აგვარებს მიკრომობილობა სატრანსპორტო სისტემის ხარვეზებს

სიჩქარის, ხელმისაწვდომობისა და ეკო-მეგობრულობის წყალობით, ელექტრო სკუტერები არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებად, არამედ ცალკე გლობალურ მოძრაობად ჩამოყალიბდა.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა მოთხოვნილება ალტერნატიული გადაადგილების საშუალებებზე, COVID-19 პანდემიამ ეს აუცილებლობა კიდევ უფრო კარგად დაგვანახა. ალბათ, იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის ტრანსპორტით მგზავრობა მნიშვნელოვანი შეზღუდვების დროსაცაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მიკრომობილობა ყოველთვის ავსებდა სატრანსპორტო სისტემებს, ახლა უფრო ცხადია, რომ ეს სერვისი ხელს უწყობს, არსებული კრიზისის შედეგად შექმნილი გადაადგილების მომსახურების ხარვეზების შევსებას.

მაშინ, როდესაც ურბანული ზრდა ჩვენს თვალწინ ხდება, მიკრომობილობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგიერთი გამოწვევის გადაჭრაში. ძირითადად ორ სფეროში: გარემოს  დაცვით საკითხებსა და გადაადგილებისათვის საჭირო დროის შემცირებაში.

ადამიანები ვცდილობთ დავზოგოთ დრო საკუთარი კომფორტისთვის. მაგალითად გაჩერებიდან უნივერსიტეტამდე მისვლა ფეხითაც შესაძლებელია, თუმცა დროში გაწელილია. ამ მანძილისთვის კი სხვა ტრანსპორტით საცობში მოხვედრაც არ ღირს და უბრალოდ დროის კარგვა იქნება. ასეთ დროს გვჭირდება ალტერნატიული ტრანსპორტი, თუნდაც ელექტრო სკუტერი, რომლითაც იმგზავრებ კომფორტულად, დროის თვალსაზრისით ეკონომიურადაც და რაც მთავარია არანაირ ეკოლოგიურ ზიანს არ მიაყენებ გარემოს.

სქროლი აქტიურად ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში მიკრომობილობის განვითარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თბილისსა და ბათუმში თავისუფლად გადაადგილებას, რათა უფრო მეტი ადგილი იყოს ფეხით, ველოსიპედით, სკუტერებითა და მსგავსი ალტერნატიული საშუალებებით გადაადგილებისთვის.

ბევრი ადამიანი სქროლს სამსახურამდე, ან სხვა აუცილებელ ადგილამდე მისასვლელად იყენებს, ზოგს კი უბრალოდ არ ჰყავს მანქანა და ეს მისი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, ბევრისთვის კი სქროლი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და მასთან ერთად თავგადასავლების აღმოჩენა ისწავლა. აი, მაგალითად, ბათუმში, პირველ (სასტარტო) კვირასთან შედარებით, 85%-ით მეტი დაუვიწყარი მოგზაურობა შესრულდა სკუტერით ბოლო კვირაში.

მიგვაჩნია, რომ სქროლი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ამიტომაც დავიწყეთ ლოალობის კამპანია, რათა ქუჩებში მეტი ეკო-მეგობრული ტრანსპორტი და ნაკლები მანქანა გადაადგილდებოდეს. ასეცაა, Frequent Flyer პროგრამის დაწყების შემდეგ შესრულებული მგზავრობების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და ახლა მეტი ადამიანი, კიდევ უფრო მეტჯერ სქროლავს ქუჩებში. ამის დასამტკიცებლად გეტყვით, რომ 1 დღის განმავლობაში გასქროლვის საშუალო რაოდენობა ბათუმში 28%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში 22,49%-ით.

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, ჩვენმა მომხმარებლებმა თბილისსა და ბათუმში 1,084,791 კმ მანძილი გასქროლეს. მათ, რომ ეს მანძილი იმ ავტომობილით გაევლოთ, რომელიც 100კმ-ზე 8ლ საწვავს წვავს, ამ პერიოდში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO₂) ემისია დაახლოებით 23 ტონით გაიზრდებოდა. ასე, რომ, რატომ არ უნდა გასქროლო, თუ კი იცი, რომ შენს გამო 1-ით ნაკლები ავტომობილი დადგება საცობში და დააბინძურებს გარემოს?

Related Posts