ბლოგი

6 ადგილი სადაც ამ უქმეებზე უნდა გასქროლო

სქროლის ბლოგი

განსაკუთრებით გაზაფხულის თბილ და მზიან დღეებში, ალბათ ყველა ვეძებთ განტვირთვის ალტერნატიულ და უსაფრთხო საშუალებას. პანდემიის პირობებში ჩვენი ყოველდღიურობა შეიძლება ცოტათი რუტინული გახდა თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგვიძლია კვირის საინტერესოდ დასრულება. უბრალოდ კარგად უნდა დავფიქრდეთ და ვიპოვნოთ განტვირთვის ახალი გზები, რომელიც ჩვენს უქმეებს სასიამოვნოსა და განსაკუთრებულს გახდის. ამ გზას კი სქროლი აუცილებლად გაპოვნინებს.

ამ კვირის დასასრულს შეგიძლია მეგობრებთან ერთად გასქროლო, ახალი ფერადი ფოტოებიც გადაიღო და უფრო მეტი ახალი ადგილი აღმოაჩნო. თუ არ იცი საიდან დაიწყო მოგზაურობა, ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც გასქროლვა განსაკუთრებულად საინტერესო იქნება:

 

ძველი თბილისი

თუ კი ახალი ფოტოები გინდა, აუცილებლად უნდა გასქროლო ძველი თბილისის ქუჩებში, რადგან ვინტაჟური სტილი განსაკუთრებულად უხდება ინსტაგრამს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას თანამედროვე ელემენტებიც ავსებს. ძველი თბილისის ქუჩები, კლდეზე შეფენილი სახლები და აივნები თავიდან აღმოსაჩენი და გადასაღები კადრებია. აქვე შეგიძლია Seed Vegan Food Project კაფეც იპოვო და დილა ჯანსაღი საუზმით დაიწყო.

 

ახალი ორბელიანი

სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულების შემდეგ, ამ ადგილის შესახებ ყველას სმენია. ამ განახლებულ შენობებსა და მაინც, სიძველე შემორჩენილ ქუჩაზე ბევრ ინსტაგენურ ადგილს მიაგნებ.

ჯეკუნა

გზად შეგიძლია ჯეკუნაშიც შეიარო და ჯანსაღად წაიხემსო, გასინჯო ჯეკფრუტით მომზადებული ვეგანური და ვეგეტარიანული კერძები, ან კიდევ ფინჯანი ყავა დალიო და უქმეები ენერგიულად გააგრძელო.

დედაენის ბაღი

ორბელიანის მოედნის შემდეგ შეგიძლია დედაენის ბაღისკენაც გასქროლო. აქაურობა ბავშვურად მხიარული და პოზიტიურია. ამ ადგილთან ალბათ ბევრი ძველი მოგონებაც გაკავშირებს, ახლა კი დროა შექმნა ახლები. ბაღში ცოტახნით მინდორზე დაჯდომას და დასვენებას თუ დააპირებ შეგიძლია დედაენის ბარშიც შეიარო, რაიმე სასმელი აიღო და ცოტახნით დაისვენო, სანამ ახალ ქუჩებს გასქროლავ.


წითელი ბაღი

ზოგადად რთულია ამ ამდგილს ასცდე. აქ ხომ ყველაფერი ერთადაა: მაღაზიები, კაფეები, უნივერსიტეტები, სხვადასხვა ოფისი და რაც მთავარია, ველობილიკები. თუ კი მანამდე ვაჟა-ფშაველას გამზირს უბრალოდ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად სქროლავდი, ახლა შეგიძლია წითელ ბაღში, წითელ ველო-ბილიკებზე გასქროლო და უქმეები ახალი გზით გააგრძელო.

 

ზაარბრუკენის მოედანი

თითქოს არაფრით გამორჩეული ხიდი საღამოობით, მზის ჩასვლისას განსაკუთრებულ ფერებში იძირება. ამ ხიდიდან საოცარი ხედი იშლება და თითქმის მთელ ქალაქს შეგიძლია მიაწვდინო მზერა ან ტელეფონის კამერა. ასე, რომ თუ კი გინდა, რომ შენს ინსტაგრამს ახალი და განსხვავებული ფერები შესძინო საღამოს, ამ ადგილზე ჩასქროლვა უნდა მოახერხო.

 

ფოტოები გვეხმარება შევინარჩუნოთ ჩვენვთის მნიშვნელოვანი მოგონებები. Ასე, რომ გაიმრავალფეროვნე გაზაფხულის დღეები, გასქროლე რაც შეიძლება მეტ ადგილას, რაც შეიძლება მეტ მეგობართან ერთად და შექმენი რაც შეიძლება მეტი მოგონება და გახადე ეს უქმეები კიდევ უფრო დაუვიწყარი.