ბლოგი

სქროლი თბილისშია

ელექტრო სკუტერების ყველაზე მასშტაბური გაზიარების სერვისი საქართველოში

ჩვენ ვართ ქართული სტარტაპი, რომელმაც დააკავშირა საერთო ღირებულებების მქონე ადამიანები და მიზნად დაისახა ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესება.

ჩვენი ამოცანა იყო, მოგვეძებნა სატრანსპორტო ალტერნატივა, რომელიც მოაგვარებდა ურბანული მობილობის დღევანდელ სირთულეებს და, რაც მთავარია, გამოასწორებდა ეკოლოგიურ მდგომარეობას საქართველოს დიდ ქალაქებში.

მსგავსი გლობალური პრობლემების მოგვარებაზე ფიქრმა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი ასეთი საკითხების გადაჭრაში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საზოგადოება, რომლის მამოძრავებელი ძალაც დაფუძნებულია საერთო პრინციპებზე და მიზნად ისახავს, იზრუნოს გარემოზე, გახადოს გადაადგილება უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და შექმნას სატრანსპორტო ალტერნატივა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ადამიანისთვის.

ჩვენი უკეთესი მომავლის ხედვა ყოველდღიური პრობლემების შემცირებაშია. იქიდან გამომდინარე, რომ:

  • გამონაბოლქვი ბევრ პრობლემას უქმნის ჩვენს ჯანმრთელობასა და ეკოლოგიას,
  • საცობებში დგომას დიდი დრო მიაქვს,
  • ჩვენს ვიწრო ქუჩებში ფეხით მოძრაობა თითქმის შეუძლებელი გახდა,

გადავწყვიტეთ, ავყოლოდით მსოფლიო რიტმს და გაგვებედა, ვყოფილიყავით პირველები, ვინც საქართველოს ეკო-მეგობრული ელექტრო სკუტერის გაზიარების სერვისს გააცნობდა.

ამ იდეების რეალობაში მოსაყვანად, სქროლმა ინდუსტრიის ლიდერ კომპანია “Bird”-თან დაიწყო თანამშრომლობა.

ჩვენი გუნდი თვეების განმავლობაში გეგმავდა თქვენთან შეხვედრას და თქვენს ყოველდღიურობაში ადგილის დამკვიდრებას. 

მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, რომელიც საქართველოსთვისაც ყოველდღიური ბრძოლის ველად იქცა, ჩვენ ვცადეთ, დავლოდებოდით დროს, როცა ქვეყანა დაუბრუნდებოდა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს და შევძლებდით, საზოგადოებისთვის მოგვეწოდებინა, გამხდარიყვნენ ჩვენი მოძრაობის ნაწილი და გამოეყენებინათ ჩვენი ელექტრო სკუტერები საკუთარი ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შესაცვლელად.

სამწუხაროდ, ჩვენი ახლა გამოჩენა სრულად განსხვავდება ჩვენი პირველადი გეგმისგან და ერთადერთ მიზნად ისახავს, შეიტანოს საკუთარი წვლილი ქვეყნის და იმ ადამიანების დახმარებაში, რომლებიც ამას საჭიროებენ: ექიმები, საჯარო მოხელეები, აფთიაქებისა და სუპერმარკეტების თანამშრომლები, ყველა, ვისი სამსახურშიც მისვლა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიისგან თავდაცვის და ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის შესანარჩუნებლად.

რთული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი ძალისხმევის შედეგად, შევძელით თქვენთვის შემოგვეთავაზებინა ყველაზე დაბალი ფასი, ჩვენი პარტნიორის, “Bird”-ის, წარმომადგენლებს შორის, რომელიც 120-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. 

ქალაქ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, ჩვენ ვიწყებთ საპილოტე გაშვებას და სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ექიმებსა და საჯარო მოხელეებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს.

ჩვენს სკუტერებს დღეში რამდენჯერმე უტარდებათ სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კომპანია “Bird”-ის მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაციის დაცვით.

კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ახლანდელი გამოჩენა არ წარმოადგენს კომპანიის კომერციული მიზნების განხორციელებას და მოგიწოდებთ ყველას, რომ #დარჩეთსახლში, თუკი არ არსებობს თქვენი გადაადგილების გადაუდებელი აუცილებლობა. დაიცავით ყველა რეკომენდაცია და იზრუნეთ თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გადაადგილება წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს, რათა უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება და მოგაწოდოთ ყველაზე დაცული სატრანსპორტო სერვისი.

ჩვენი სერვისის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოხმარების წესებს და რეკომენდაციებს.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მზადაა, გაგიწიოთ შესაბამისი დახმარება. 

ჩვენ მალე შევხვდებით ნორმალური მუშაობის პირობებში და უკეთესად გაგაცნობთ ჩვენს თავს და მიზნებს.

სკუტერის დაჯახების შედეგად პოტენციურად მიყენებული ზიანი მესამე პირის ან ქონებისადმი, დაზღვეულია სქროლის მიერ.

გადმოტვირთეთ აპლიკაცია და გამოგვყევით ჩვენი სოციალური მედიის არხებზე. 

აპლიკაციის გადმოსაწერად, მიჰყევით ლინკს: http://bit.ly/Scroll-Bird

Facebook: facebook.com/scroll.eco/1111

Instagram: instagram.com/scroll.eco/

გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხო მგზავრობას!

Bird-ის შესახებ

Bird-ი არის ამერიკული სტარტაპი, რომელიც უმოკლეს დროში გახდა მიკრო-მობილობის ინდუსტრიის ლიდერი. აპლიკაციით ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გაზიარების სერვისი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქალაქში არის ხელმისაწვდომი.

https://www.bird.co