ბლოგი

რა გავლენა აქვს სქროლს გარემოსა და ჯანმრთელობაზე

რა გავლენა აქვს სქროლს გარემოსა და ჯანმრთელობაზე

სქროლის სკუტერების გამოჩენის დღიდან, ქალაქში გადაადგილების ყველაზე ეკო-მეგობრული და სახალისო გზა გაჩნდა. გარდა იმისა, რომ გასქროლვით საცობებს თავს ვარიდებთ და დროს ვზოგავთ, ახალ ცხოვრების წესსაც ვქმნით. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი სქროლის ეფექტს დღემდე და ვნახოთ თუ რა გავლენა აქვს სქროლს გარემოსა და ჯანმრთელობაზე.

 

  • სქროლი უკვე სამ ქალაქშია

 

სქროლი თბილისში 2020 წელს გამოჩნდა და კოვიდ პანდემიის პერიოდში გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული საშუალება იყო. 2022 წლის ზაფხულში გასქროლვა უკვე ბათუმის ქუჩებშიც შესაძლებელი გახდა. ამჟამად სქროლი 3 ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და კიევშია ხელმისაწვდომი. უნდა აღვნიშნოთ, რომ რთული პერიოდის მიუხედავად უკრაინაში მუშაობა არ შეგვიწყვიტავს და მოქალაქეებსა და საჯარო პირებს მობილობის მარტივი სერვისით დავეხმარეთ.  

 

  • შემცირებული CO2

 

სქროლით ჩვენმა რაიდერებმა ამ წლების განმავლობაში უკვე 4.2 მილიონი კილომეტრი გაიარეთ. თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ ეს ეკვატორისთვის 106-ჯერ შემოვლისთვის იქნებოდა საკმარისი. ეს ციფრები კი ჩვენს გარემოზეც ტოვებს დიდ კვალს. ერთად უკვე 300 000 კილოგრამი CO2 დავზოგეთ, რისთვისაც 5 000 ხის დარგვა იქნებოდა საჭირო.

 

  • გასქროლვა ჯანმრთელობისათვისაც სასარგებლოა

 

რა თქმა უნდა, სქროლი ჯანსაღი ცხოვრების ნაწილად შეგიძლია აქციო. განსხვავებით მანქანაში მოკალათებისა, მაშინ, როცა სკუტერით მგზავრობ, ბალანსისა და მიმართულებისთვის, შენი არაერთი კუნთია ჩართული. ეს კი გეხმარება, თავიდან აიცილო ზურგის პრობლემები.

 

  • სქროლი ანაცვლებს მანქანით მგზავრობას

 

იცი, რომ სტატისტიკის მიხედვით, მანქანების უმრავლესობა დღეში მხოლოდ 8 კილომეტრს გადის? მიკრო მობილობისთვის კი მანქანა სულაც არ არის საჭირო. იგივე მანძილის გავლა სქროლით გვარიდებს საცობებს, განტვირთავს ქალაქს და ამცირებს CO2-ის დონეს ჰაერში.

 

  • შეგიძლია უკვე სეზონური ფასით გასქროლო

 

იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად გასქროლო, სეზონური ფასიც გვაქვს! თანაც ამინდიც გამოვიდა — გასქროლე წუთში მხოლოდ 35 თეთრად, 55 თეთრის ნაცვლად.