ბლოგი

უსაფრთხოდ მოძრაობის წესები — რჩევები ველო მერისგან

უსაფრთხოდ მოძრაობის წესები — რჩევები ველო მერისგან

ქალაქში ველო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტი მგზავრი გვხვდება ქუჩებში ელექტრო სკუტერით თუ ველოსიპედით. თანაც, ორბორბლიანი, ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის საუკეთესო ამინდები სწორედ ახლა გამოდის. მიუხედავად ამისა, სანამ გარეთ გავალთ და მგზავრობას დავიწყებთ, უსაფრთხოება არ უნდა დაგვავიწყდეს. უსაფრთხოების წესების შესახებ რეკომენდაციებს თბილისის ველო მერთან, მარ მიხელიძესთან ერთად მოგცემთ. მისი რჩევები დაგეხმარება, რომ ველოსიპედითაც უსაფრთხოდ გახვიდე ქუჩებში და გასასქროლადაც მზად იყო.

იმოძრავე გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს

გზის იმ მონაკვეთებზე, სადაც ველო ბილიკი დახაზული არ არის, აუცილებელია მარჯვენა მხარეს იმოძრაო. თუმცა შეეცადე, რომ საპარკინგე ზოლისგან 1 მეტრიანი დისტანცია დაიცვა, რადგან შესაძლოა რომელიმე მანქანის კარი მოულოდნელად გაიღოს.

იმოძრავე მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით

მნიშვნელოვანია, რომ მანქანების საპირისპიროდ არ იმგზავრო. ასეთ დროს შენთვის და მომავალი მანქანისთვის მანევრირება ძალიან რთულია და დიდ რისკს შეიცავს.

არ შეგეშინდეს მიუსაფარი ძაღლების

თუკი მგზავრობისას უეცრად ძაღლების ყეფას გაიგებ, მანქანების მხარეს ნუ გადახვალ, ეს ბევრად უფრო სახიფათოა. მოძრაობის უბრალოდ შენელებით, პრობლემა სავარაუდოდ მოგვარდება. თუკი ველოსიპედით ხარ და ძაღლი ზედმეტად აგრესიული აღმოჩნდა, შეგიძლია ტრანსპორტი საფარად გამოიყენო.

წვიმის დროს მეტი სიფრთხილე გჭირდება

გაითვალისწინე, სველ საფარზე სამუხრუჭე მანძილი იზრდება. ამიტომ, რეკომენდაციაა, რომ წვიმიან ამინდში უფრო ნელა იმოძრაო, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად დამუხრუჭება მოასწრო., გარდა ამისა, უფრო მაღალია მოსრიალების რისკი, სიჩქარე კი ბალანსს გაგირთულებს.

შეგახსენებთ, რომ გასასქროლად Bird-ის აპლიკაცია უნდა გადმოწერო და მარტივი რეგისტრაცია გაიარო.
ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!