ბლოგი

გარემოს დაცვის დღე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით “გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა”(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. 2022 წლის თემის სახელწოდებაა #OnlyOneEarth. ის მოუწოდებს მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს დავიცვათ და აღვადგინოთ ჩვენი პლანეტა.

დედამიწა სამმაგი საგანგებო მდგომარეობის წინაშე დგას:

  • კლიმატი ძალიან სწრაფად იცვლება და ადამიანებისა და ბუნებას უჭირს ამ ყველაფერთან დროული ადაპტაცია;
  • ჰაბიტატის დაკარგვა და სხვა ზეწოლა ნიშნავს, რომ დაახლოებით 1 მილიონი სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა;
  • დაბინძურება წამლავს ჩვენს ჰაერს, მიწასა და წყალს!

ამ დილემიდან გამოსავალი არის ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოებების გარდაქმნა, რათა ისინი გახდნენ ინკლუზიური, პასუხისმგებლიანი და უფრო მეტად დაკავშირებული ბუნებასთან. პლანეტის დაზიანებისგან უნდა გადავიდეთ მის განკურნებაზე. საბედნიეროდ, დღევანდელ სამყაროში შესაბამისი გადაწყვეტილებები და ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივად მიღწევადია.

 

როგორ შემიძლია აღვნიშნო ეს დღე?.

მაგალითად, Zero effect-ის, Parki ar minda-სა და Clean World Recycling.ge-ის დახმარებით, შეგიძლიათ შუშა, მეტალი და ელემენტებიც მიიტანოთ. მხოლოდ ერთი ცალი საყოფაცხოვრებო ელემენტიც კი 20 კვადრატულ მეტრ ნიადაგს წამლავს!

ამისათვის:

  • ყურადღებით გაეცანით ნარჩენების ჩაბარების წესებს
  • გადაახარისხეთ ნარჩენები: ქაღალდი, ალუმინი, პლასტმასი და მინა.
  • დაეკონტაქტე პირად შეტყობინებებში მათ და გამოიძახე ეკო-ტაქსი
  • ეკო-ტაქსი მოვა შენი ნარჩენების წასაღებად და გასადამუშავებლად

ასევე, Google-ის რუკაზე შეგილიათ შენითაც ნახო არსებული პუნქტები.

ღია მწვანე ზონებში – თავმოყრილია პუნქტები, სადაც შეგიძლიათ მიიტანოთ პლასტმასას ბოთლები, ქაღალდი/მუყაო, შუშა და ალუმინის ქილები. ასევე ამ ფერშია Clean World-ის საწყობი. 

მუქი მწვანე – ეკო-ტაქსის სადგომი და პუნქტები.

ამ რუკის მიხედვით მიმართულების ასაღებად უმჯობესია თუნდაც 1 დღით უარი თქვა ავტომობილზე და უპირატესობა სქროლის ეკო-მეგობრული ტრანსპორტს მიანიჭო. ამით გარემოს ნაკლები CO2-ით დააბინძურებ, რაც ამ დღეს კიდევ უფრო მეტ სარგებელს შესძენს.