ბლოგი

ევროპული მობილობის კვირეული 2023

European Mobility Week 2023
16-22 სექტემბერს ევროკავშირი მობილობის კვირეულს აღნიშნავს!
 
კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს გადაადგილებას გამონაბოლქვის გარეშე და გააუმჯობესოს ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი ველოსიპედითა და ფეხით სიარულით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო ხშირი გამოყენებით ან ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებით გადაადგილებით.
 

კვირეულის ფარგლებში, ადამიანები გადაადგილების ჯანსაღ და ეკო-მეგობრულ გზებს იყენებენ და პოპულარიზაციას უწევენ მათ.

ეკო-მეგობრული ტრანსპორტით სარგებლობა, იქნება ეს ველოსიპედი, მოპედი თუ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ტრანსპორტი, გარდა იმისა, რომ ქალაქში უფრო სწრაფად და მარტივად გადაადგილებაში გვეხმარება, ხელს გვიწყობს თავიდან ავირიდოთ გარემოს მეტად დაბინძურება და ხმაურიანი და გამონაბოლქვით სავსე ქუჩები, გავიუმჯობესოთ საკუთარი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა.

 
სქროლის მთავარი მიზანი და პასუხისმგებლობაც ეს არის – ხელი შევუწყოთ ადამიანებს, იცხოვრონ ჯანსაღ სივრცეში და გავუმარტივოთ გადაადგილება ურბანულ გარემოში. გარდა იმისა, რომ დანიშნულების ადგილზე სწრაფად მიდიხარ, შენი გადაადგილებით უფრთხილდები გარემოს – ამისთვის არსებობს სქროლიც. ამიტომაც, დიდი სიხარულით ვუერთდებით მობილობის კვირეულს და ასევე ძალიან გაგვახარებს თითოეული თქვენგანის ჩართულობაც.
 

თუ ჯერ არ გაგისქროლავს, 16-22 სექტემბერს, კვირეულის განმავლობაში გადმოწერე Bird-ის აპლიკაცია, გამოიყენე ჩვენი სპეციალური პრომო კოდი – MobilityWeek2023, რათა თავადაც შეუერთდე საერთაშორისო ღონისძიებას.

 

ევროპული მობილობის კვირეულის კულმინაცია არის 22 სექტემბერს – Car free day, ამ დღეს უამრავი ქვეყნის მოქალაქე უარს ამბობს მანქანით გადაადგილებაზე და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებებს ირჩევენ.


შემოგვიერთდი შენც – დატოვე 1 დღით მანქანა სახლში და ისიამოვნე უხმაურო ქუჩებით და სუფთა ჰაერით.


16-17 სექტემბერს, შემოგვიერთდი ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე და დატესტე როგორ მუშაობს ჩვენი ეკომეგობრული ტრანსპორტი.
 
ჩვენ, ყველამ ერთად, ხელი შევუწყოთ პოზიტიურ ცვლილებებს!