ელექტრო სკუტერების გაზიარების სტარტაპი უკეთესი ქალაქებისთვის
სქროლი არის ქართული სტარტაპი, რომელმაც დააკავშირა საერთო ღირებულებების მქონე ადამიანები და მიზნად დაისახა ქალაქებში სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესება. ინდუსტრიის ლიდერ კომპანია “Bird”-თან ერთად თანამშრომლობით, 2020 წლის აპრილიდან პირველებმა გავაცანით ეკო-მეგობრული ელექტრო სკუტერის გაზიარების სერვისი საქართველოს. ჩვენი სერვისი საქართველოს დიდი ქალაქების: თბილისისა და ბათუმის გარდა უკრაინაში, კერძოდ კიევშიცაა ხელმისაწვდომი. ჩვენი უკეთესი მომავლის ხედვა ყოველდღიური პრობლემების შემცირებაშია, შესაბამისად სქროლის მთავარი ამოცანაა, ვიზრუნოთ გარემოზე, გავხადოთ გადაადგილება უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და ვიყოთ სატრანსპორტო ალტერნატივა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ადამიანისთვის.
ჩვენი ღირებულებები
საზოგადოება
Პოზიტიური ცვლილებები
ხელმისაწვდომობა
გარემოს გაჯანსაღება
მისია
ჩვენი მიზანია ინოვაციური მეთოდებით გავაუმჯობესოთ მობილობა დიდ ქალაქებში.
ხედვა
ქალაქის ქუჩები, რომლებიც ნაკლებად არის გადატვირთული მანქანებით და საცხოვრებელი გარემო სულ უფრო ნაკლებად ბინძურდება.