2024 წელი სქროლისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო – სქროლის ახალი აპლიკაციის ბეტა ვერსია გაეშვა.
APP-ის ამ ვერსიაში დაგხვდებათ თანამედროვე ინტერფეისი, განახლებული ბრენდის იდენტობით, ახალი ფასი და Support Live Chat.
ჩვენი უკეთესი მომავლის ხედვა ყოველდღიური პრობლემების შემცირებაშია, შესაბამისად მთავარი ამოცანა უკვე დიდი ხანია გვაქვს და მივყვებით ამ მიმართულებას: ვიზრუნოთ გარემოზე, გავხადოთ გადაადგილება უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და ვიყოთ სატრანსპორტო ალტერნატივა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ადამიანისთვის.
2019 წლიდან, სქროლი პრიორიტეტია იზრუნოს მომხმარებლის კომფორტზე, სწორედ მათგან მიღებული უკუკავშირებისა და დაფიქსირებული პრობლემებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ სქროლის ახალი, პირველი, ეკომეგობრული APP-ის შექმნა, რომელიც ფოკუსირებულია მდგრად, უბრანულ განვითარებასა და მგზავრობის გამარტივებაზე.
Scroll Mobility ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ბერდისა და ქარის აპლიკაციებს, რის შედეგად მალე ყველა ჩვენი ტრანსპორტი ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი, რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს შეუქმნის, ჩვენ კი მოგვცემს შესაძლებლობას უფრო სწრაფად განვავითაროთ ეკო-მეგობრული ტრანსპორტი ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ინიციატივებითა და პარტნიორული შეთავაზებებით.
ამ ეტაპისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის უკუკავშირი, ტესტირება კი უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია IOS და Android მოწყობილობებზე, გადმოსქროლე ახალ APP-ზე და გაგვიზიარე უკუკავშირი.
🔗 აპლიკაციის გადმოწერა (iOS / Android): https://onelink.to/scroll
Scroll Mobility-ს აპლიკაციაზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ჩვენი ახლად შექმნილი კომპანია ტექნიკური ცენტრი, რომელიც მომავალში აპირებს დაიმკვიდროს საქართველოში წამყვანი როლი მობილური აპლიკაციების და პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში.
Სქროლის აპლიკაციაში ეტაპობრივად დაემატება სკუტერები, გაფართოვდება არეალი და უახლოეს მომავალში ინტეგრირდება ქარის მოპედები.