უკვე 10 წელია, ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს ევროპული მობილობის კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში, ადამიანები გადაადგილების ჯანსაღ და ეკო-მეგობრულ გზებს იყენებენ და პოპულარიზაციას უწევენ მათ.
ეკო-მეგობრული ტრანსპორტით სარგებლობა, იქნება ეს ველოსიპედი, მოპედი თუ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ტრანსპორტი, გარდა იმისა, რომ ქალაქში უფრო სწრაფად და მარტივად გადაადგილებაში გვეხმარება, ხელს გვიწყობს თავიდან ავირიდოთ გარემოს მეტად დაბინძურება და ხმაურიანი და გამონაბოლქვით სავსე ქუჩები, გავიუმჯობესოთ საკუთარი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა.
სქროლის მთავარი მიზანი და პასუხისმგებლობაც ეს არის – ხელი შევუწყოთ ადამიანებს, იცხოვრონ ჯანსაღ სივრცეში და გავუმარტივოთ გადაადგილება ურბანულ გარემოში. გარდა იმისა, რომ დანიშნულების ადგილზე სწრაფად მიდიხარ, შენი გადაადგილებით გარემოდაც უფრთხილდები – ამისთვის არსებობს სქროლიც. ამიტომაც, დიდი სიხარულით ვუერთდებით მობილობის კვირეულს და ასევე ძალიან გაგვახარებს თითოეული თქვენგანის ჩართულობაც.
ევროპული მობილობის კვირეულის კულმინაცია არის 22 სეტემბერს – Car free day, ამ დღეს უამრავი ქვეყნის მოქალაქე უარს ამბობს მანქანით გადაადგილებაზე და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებებს ირჩევენ.
თუ ჯერ არ გაგისქროლავს, 16-22 სექტემბერს გამოიყენე ჩვენი სპეციალური პრომო კოდი – MobilityWeek2022 .
შემოგვიერთდი შენც – დატოვე 1 დღით მანქანა სახლში და ისიამოვნე უხმაურო ქუჩებით და სუფთა ჰაერით.