ბლოგი

სქროლი უკრაინაში

რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის საკითხი, რომელიც ყველა ჩვენგან გვეხება. განსაკუთრებით ჩვენ – ქართველებს, რადგან ეს ყველაფერი 2008 წელს და უფრო ადრეც გამოვცადეთ.

უკრაინის სახალხო დამცველის ოფისმა და Scroll-ის გუნდმა შევძელით გვეჩვენებინა, თუ როგორ ეხმარება მიკრო მობილობა საჯარო მოხელეებს ოფისის მუშაობაში, სანამ კიევის ქუჩებში ბომბის და სირენების ხმა ისმის.

საგანგებო ვითარების გამო უკრაინის დედაქალაქში გადაადგილება გართულდა. შეზღუდულია სატრანსპორტო საშუალებებით მობილობა. სწორედ ამიტომ საჯარო მოხელეებმა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად იპოვეს ალტერნატიული გამოსავალი. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ოფისებში მისასვლელად სქროლის ელექტრო სკუტერებს იყენებენ. ამ გზით, ისინი აგრძელებენ მოქალაქეების დახმარებას, რომ “ცხელმა ხაზმა” 24/7 მუშაობა არ შეწყვიტოს.

ხელმისაწვდომობა, მოქნილობა და მარტივი დიზაინი – არის მსგავსი სატრანსპორტო საშუალების უპირატესობა ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებისთვის.

ეს არის  მიკრო მობილობის გამოცდილება, რომელიც სამყაროს აქამდე არასდროს ჰქონია. გვეამაყება, რომ მსგავსი წარმატებული თანამშრომლობა შედგა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კიევში მობილობა ასეთი შეზღუდულია. 

უკრაინის სახალხო დამცველის ოფისის განცხადება​

სქროლი უკვე მე-2 წელია საქართველოს გარდა კიევში ოპერირებს. შესაბამისად ჩვენი თანამშრომლებისა და ზოგადად უკრაინელი ხალხის დახმარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს ომში მყოფი ქვეყნის სახალხო დამცველის ყურადღება და სამადლობელო განცხადება გაწეული დახმარებისთვის. გვჯერა, რომ ამ ვითარებაში ყველასთვის მნიშვნელოვანია გრძნობდეს თანადგომასა და ერთიანობას.