ბლოგი

გასქროლე არჩევნებზე

ქალაქში გადაადგილების პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც შეიძლება საზოგადოების ნაწილი ვერ მივიდეს არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. განსაკუთრებით COVID -19 პირობებში, როდესაც საჭიროა სოციალური დისტანციის დაცვა.

ასეთ მოცემულობაში, სქროლი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გამოსავალია, რადგან საშუალებას გაძლევს თავი აარიდო გადატვირთულ ტრანსპორტს და ნაკლები შეხების წერტილი გქონდეს საზოგადოებასთან, რაც თავისთავად ამცირებს პანდემიის გავრცელების რისკსა და გეხმარება დაიცვა საკუთარი ხმის უფლებაც.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სქროლი გთავაზობთ -50% ფასდაკლების პრომო კოდს LETSVOTE, რომ შეძლო საკუთარი არჩევანის მაქსიმალურად უსაფრთხოდ და კომფორტულად გაკეთება. ფასდაკლების კოდი აქტიური იქნება მხოლოდ არჩევნების დღეს, 30 ოქტომბერს.

აქვე მოკლედ შეგახსენებ თუ რა გჭირდება არჩევნებზე წასასვლელად:

ID ბარათი – არჩევნებზე არ დაგავიწყდეთ ID ბარათის ან პასპორტის წაღება რადგან მის გარეშე ვერ შეძლებ საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას.

პირბადე – ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა. ამიტომაც, აუცილებლად თან იქონიე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავარი აქსესუარი, პირბადე.

სანიტაიზერი – ცესკოს ინფორმაციით, არ­სე­ბუ­ლი მარ­კი­რე­ბის სი­თხე ად­რეც ყო­ფი­ლა გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და არა­თუ სპირ­ტით, მძი­მე ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი მო­შო­რე­ბა. ასე, რომ თამამად შეგიძლია წაიღო და გამოიყენო სანიტაიზერიც.

და ბოლოს, ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი – სქროლის სკუტერი. თანაც, არ დაგავიწყდეს ჩვენი სპეციალური პრომო კოდის – LETSVOTE გამოყენება, რომლითაც ნახევარ ფასად გასქროლავ შენს საარჩევნო უბნამდე.

გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას და Შევხვდებით არჩევნებზე!

 

* იმისთვის, რომ პრომო კოდი გამოიყენო, გაითვალისწინე შემდეგი მითითებები:

  • პრომო კოდი უნდა გააქტიურო გასქროლვის დაწყებამდე;
  • პრომო კოდი ვალიდურია მხოლოდ 30 ოქტომბერს ერთჯერადი გამოყენებით;
  • პრომო კოდის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ Bird-ის აპლიკაციით.