ბლოგი

Car free day

წელიწადში ერთ დღეს, სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეები უარს ამბობენ ავტომობილებზე და სანაცვლოდ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან. ეს დღე 22 სექტემბერია ე.წ. Car free day, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ავტომობილის მავნე თვისებების შესახებ, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან.

ამ დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად ქალაქები ცდილობენ გადადგან ნაბიჯები გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად და მოახდინონ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაცია.

 

გაიგე მეტი Car free day-ზე

ავტომობილების გამონაბოლქვი ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ტრანსპორტი იწვევს CO2– ის ემისიის ზრდას, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის კლიმატის ცვლილებაში.

Car free day-ს მიზანია ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობების, მათ შორის ელექტრო სკუტერებით მოძრაობის პოპულარიზაციაც. მსგავსი გადასაადგილებელი საშუალებები გვთავაზობს ისეთ სარგებელს, რაზეც შეიძლება არც კი დავფიქრებულვართ. უპირველეს ყოვლისა, ისინი გვეხმარებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რადგან სკუტერის მართვა მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას. ასევე, გვეხმარებიან ისეთი ძირითადი უნარების განვითარებაში, როგორებიცაა კოორდინაცია, წონასწორობა და კონცენტრაცია. და რაც მთავარია, გვეხმარებიან ჩვენი ქალაქის უკეთ გაცნობაში და მისი ქუჩების თავიდან აღმოჩენაში.


როგორ აღინიშნება ეს დღე?

რა თქმა უნდა, საუკეთესო გზა ამ დღის აღსანიშნავად არის ავტომობილით გადაადგილებაზე უარის თქმა. გარემოზე ზრუნვა, ადამიანზე ზრუნვას ნიშნავს, ამიტომაც გააგებინე შენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს ამ დღის შესახებ და ასწავლე როგორ გადაადგილდნენ ჯანსაღად. თუ ჯერ არ გამოგიყენებია სქროლის სკუტერი, ჩამოტვირთე აპლიკაცია, გამოიყენე პრომო კოდი mobilityweek, გასქროლე პირველი 15 წუთი უფასოდ და დაგვეხმარე გარემოს გამწვანებაში.