ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ყველა გმირს, რომელიც დაუღალავად მუშაობს ჩვენი ქალაქების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

მადლიერების გამოსახატად, ვიწყებთ კამპანიას ”სქროლის გმირები” და ვთავაზობთ უფასო მგზავრობას ადამიანებს, რომლებიც კრიზისის დროსაც მუშაობენ.

თუ შენ ხარ ის გმირი, ვინც საზოგადოების კეთილდღეობას პირველ ადგილზე აყენებს, ან იცნობ ასეთ ადამიანს, მაშინ ჩვენ გთავაზობთ გადაადგილების უსაფრთხო და ეკო-მეგობრულ საშულებას სამუშაო ადგილამდე.

ვის შეუძლია გამოიყენოს უფასო მგზავრობა?

 

  • საავადმყოფოების და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს
  • სუპერმარკეტებისა და აფთიაქების თანამშრომლებს
  • პოლიციას
  • მეხანძრეებს
  • სამოქალაქო სამსახურში მომუშავეებს
  • საკარანტინე დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს

 

კამპანია დასრულებულია! მადლობა!

მადლობა თქვენი კონტრიბუციისთვის და იმისათვის, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ მნიშვნელოვან დროს საჭიროა ერთმანეთის მხარდაჭერა.

#სქროლისგმირები გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს და კოლეგებს.

ველოდებით თქვენს შეტყობინებას!

სქროლი აზიარებს 4200 უფასო წუთს. ყოველდღიურად, ჩვენ შევარჩევთ ხუთ ადამიანს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. ყველა შერჩეული ადამიანი, ორი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს ერთ საათს “Bird”-ის აპლიკაციაში რეგისტრირებულ ანგარიშზე.

აუცილებელია ფორმაში მიუთითოთ Bird-ის აპლიკაციაში რეგისტრირებული ელ-ფოსტა.

უფასო დროის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თბილისში, სქროლის საოპერაციო ზონაში. #სქროლისგმირების პროგრამის ფარგლებში ნომინირებული ადამიანების შერჩევის უფლებას იტოვებს კომპანია.

ერთ საათიანი სასაჩუქრე პაკეტის გასვლის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად გადადის რეგულარულ ტარიფზე, რომელიც შეადგენს 35 თეთრს წუთში.

წუთების გამოყენების ვადა 1 თვეა. “სქროლის გმირების” კამპანია გრძელდება 2 კვირა.