ბლოგი

მობილობის კვირეული 2020

2002 წლიდან, EUROPEAN MOBILITY WEEK ცდილობს გააუმჯობესოს საცხოვრებელი გარემო ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მეშვეობით. ეს კამპანია საშუალებას აძლევს ხალხს მეტად გააცნობიერონ ქალაქის ქუჩების როლი და მიიღონ მეტად პრაქტიკული გადაწყვეტილებები ურბანული გამოწვევების, მაგალითად, ჰაერის დაბინძურების მოსაგვარებლად.

წელს მობილობის კვირეულის თემაა “ნულოვანი ემისია – მობილობა ყველასათვის”. თემის მიზანია 2050 წლისთვის მაქსიმალურად შემცირდეს ჰაერში გამონაბოლქვის დონე და ზოგადად, ხაზი გაესვას ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მნიშვნელობას.

ევროპაში ურბანული ტერიტორიების სხვადასხვა კლიმატური, გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიუხედავად, შესაძლებელია გატარდეს ზომები ნახშირბადის ნეიტრალური და ინკლუზიური ურბანული გარემოს განვითარების მიზნით. ამიტომ, EUROPEAN MOBILITY WEEK 2020 მოუწოდებს ხალხსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, გადადგან ნაბიჯები მიკრომობილობის მხარდასაჭერად და საერთო ძალებით ხელი შეუწყონ უკეთესი საცხოვრებელი გარემო შექმნას.

 

 

სწორედ ამ დღის აღსანიშნავად,  ქ. თბილისის მერიისა და გაეროს მხარდაჭერით, 20 სექტემბერს თბილისში ველო მსვლელობა გაიმართება პოლიტიკოსების, სპორტსმენების, ველომოყვარულების მონაწილეობით.

გვჯერა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩავერთოთ ამ კვირეულში და დავეხმაროთ ქვეყანას არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ეკოლოგიური მდგრადობა ერთ-ერთი უდიდესი ამოცანაა ამ საუკუნეში. დღეისათვის ჰაერის დაბინძურება უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლი ნაწილაკების ზრდა უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობაზე, ასევე ეკოსიტემებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე.

ზოგადად, ჩვენი კამპანიები ეხება არამარტო ჩვენს ბრენდს, არამედ დიდ ქალაქებსა და იქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. კვირეულის ფარგლებში, 22 სექტემბერს საერთაშორისო ღონისძიება – Car free day აღინიშნება. ამ დღეს საზოგადოება 1 დღით უარს ამბობს ავტომობილზე და ამის ნაცვლად გადაადგილდებიან ველოსიპედით, ელექტრო სკუტერით ან თუნდაც ფეხით. გვინდა სპეციალურად ამ დღისთვის განკუთვნილი პრომო კოდი გაგიზიაროთ და მოგიწოდოთ შემოგვიერთდე, რათა ჩვენთან ერთად  შენი წილი პასუხისმგებლობის შესრულება   შეძლო და დაგვეხმარო დიდი ქალაქების გამწვანებაში. იქნებ ისე მოგეწონოს გასქროლვით გარემოზე ზრუნვა საერთოდაც, შენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციო.