ბლოგი

5 ეკო-მეგობრული რჩევა სქროლისგან

ალბათ გაინტერესებს როგორ შეგიძლია აქციო გარემოზე ზრუნვა შენი ყოველდღიურობის ნაწილად და დაეხმარო მსოფლიოს გამწვანებაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოვალეობაა ამაში დაგეხმაროთ, ამიტომაც გიზიარებთ მწვანე რჩევებს. თუ ამ მარტივ ნაბიჯებს შენს რუტინად აქცევ გარემოს გაუმჯობესებაში დიდ როლს ითამაშებ. 

რა შეგიძლია გააკეთო, რომ ეს გაზაფხულის დღეები კიდევ უფრო მწვანე გახადო? 


არ გამოყენენო პლასტმასის საწრუპები, ჩაანაცვლე ისინი ლითონის/ქაღალდის საწრუპებით! 

პლასტმასის საწრუპები მსოფლიო ოკეანის ნაგვის 1/5 წარმოადგენს. მის გახრწნას 100-500 წელი სჭირდება, იქამდე კი უამრავი ცხოველი თუ ფრინველი იმის გამო იღუპება, რომ მათ საწრუპები საკვებში ერევათ, ხშირად ეჩხირებათ ყელში და იხრჩობიან. ამ ყველაფერის შეცვლას ახლავე თუ არ დავიწყებთ, 2050 წლისთვის ოკეანეში თევზზე მეტი პლასტმასის საწრუპი იქნება. იცოდი, რომ 1 მეტალის მრავალჯერადი გამოყენების საწრუპით წელიწადღი საშუალოდ 590 პლასტმასის ერთჯერადი საწრუპების მცირდება? ასე, რომ გამოიყენე პლასტმასის ნაცვლად ლითონის ან ქაღალდის საწრუპი, ან საერთოდაც, უარი თქვი მასზე.

 

არ დახარჯო იმაზე მეტი ელექტროენერგია ვიდრე გჭირდება!

ზოგჯერ, ოთახიდან გასვლისას, გვავიწყდება შუქის ჩაქრობა. ჩვენი რჩევაა: სახლიდან გასვლამდე შეამოწმე შუქი ხომ არ გრჩება ანთებული ან დენცქვიტაში დამტენს ხომ არ ტოვებ შეერთებულს. საერთოდაც, უკეთესი იქნება თუ ჩვეულებრივ ნათურებს LED ნათურებით ჩაანაცვლებ, რადგან ის 85 %-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურა.

არ გამოიყენო პოლიეთილენის პარკები, შეცვალე ისინი ნაჭრის ჩანთებით!

მსოფლიოში 500 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე პოლიეთილენის პარკის გამოყენებას სულ რაღაც 1 წელიწადი სჭირდება, მის გარემოში დაშლას კი ასეულობით წელი. რეალურად, ამ ყველაფრის მოგვარება საკმაოდ ადვილია, უბრალოდ უნდა შეარჩიო სასურველი ფორმის, ფერის და დიზაინის, ნაჭრის ჩანთა და პროდუქტების ჩასალაგებლად მხოლოდ ის გამოიყენო.

 

შეამცირე წყლის ტემპერატურა! 

სარეცხის გარეცხვის დროსაც კი შეგიძლია გააკეთო მწვანე არჩევანი და შეამცირო წყლის ტემპერატურა. შენი ტანსაცმელი ვერა, მაგრამ პლანეტა ნამდვილად შეამჩნევს განსხვავებას. ენერგიის 75 %, რომელიც საჭიროა სარეცხი მანქანისთვის, წყლის გათბობაში იხარჯება. ტემპერატურის კორექტირება მცირე მსხვერპლია, რომელსაც საბოლოოდ დიდი სარგებელი აქვს.

 

არ ატარო მანქანა მცირე მანძილის დასაფარად! აირჩიე მიკრო მობილობა! 

ეკო-მეგობრული ტრანსპორტით გადაადგილებისას იღებ სამმაგ სარგებელს – ზოგავ დროს, ენერგიას და რაც მთავარია არ ვნებ გარემოს. მანქანების რაოდენობის მცირე შემცირებამაც კი შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ურბანული პრობლემების მოგვარებაში, ჰაერის გასუფთავებაში და კლიმატის ცვლილებაზე.

გარემოზე ზეუნვისთვის სულაც არ არის აუცილებელი დიდი რესურსები. თითოეული ადამიანის სულ მცირე ქმედებას ან ელემენტარული ქცევის შეცვლასაც კი ბევრი დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია.