ბლოგი

ელექტრო სკუტერებისთვის განკუთვნილი პირველი გზა თბილისში

ჩვენს ირგვლივ, თანამედროვე რეალობაში არსებობს ძალიან ბევრი ურბანული პრობლემა, რომელიც დიდ ქალაქებში ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება, შენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსები, გზები ვიწროვდება ხოლო მანქანების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს. ეს ყოველივე საჭიროებს თანამედროვე გადაწყვეტილებებს, რომლებიც თანაბარ უფლებებს მიანიჭებს ნებისმიერ მოქალაქეს და მისცემს გადაადგილების კომფორტულ და სწრაფ საშუალებას.

ელექტრო Სკუტერები, ჰოვერბორდები და ერთბორბლიანი თვითბალანსირებადი სატრანსპორტო საშუალებები და რა საკვირველია, ველოსიპედები და სკეიტბორდები, საჭიროებენ მათთვის განკუთვნილ გზას იმისათვის, რომ ქუჩა იყოს უსაფრთხო ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილესათვის.

იმისთვის, რომ მიკრო-მობილობა საქართველოში განვითარდეს, საზოგადოების მასიურ ჩართულობასთან ერთად, საჭიროა მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი და უფრო მეტი ფიქრი იმ ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ქვეყანაში დროთა განმავლობაში ჩნდება.

თბილისში ახლად გასხნილი ჭავჭავაძის გამზირი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ქუჩების დიზაინი, (Complete Street Design) რომელიც ქუჩას ყველასთვის თანაბრად ანაწილებს. ასეთი ტიპის დიზაინებში (ვარიანტები ბევრი და საინტერესოა) პრიორიტეტი, პირველ რიგში, ქვეითებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ენიჭება, შემდგომ კი ჯანრთელობაზე და ეკოლოგიაზე ორიენტირებული სატრანსპორტო საშუალებებს, ბოლოს კი მანქანებს.

თბილისში გამოჩენილი ახალი სკუტერების ბილიკი, ასევე ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თბილისში სულ მალე სკუტერებისთვის განკუთვნილი საპარკინგე ზონები გამოჩნდება,  ყველაფერი ეს, არის პირველი სწორად გადადგმული ნაბიჯი მიკრო-მობილობის პოპულარიზაციისთვის ჩვენს ქალაქში.

აღსანიშნავია საზოგადოების მაღალი თვითშეგნება, სწრაფი ადაპტაცია მიკრომობილობასთან და ყოველდღიური მაგალითები იმისა, თუ როგორ მარტივად გადადიან ადამიანები მანქანებიდან ეკოლოგიურ ტრანსპორტზე საკუთარი დროის დაზოგვისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით. მომავალში თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა და უფრო მეტი ბილიკი დაემატება ქალაქს, დარწმუნებულები ვართ, რომ ტრანსფორმაცია გარდაუვალია და ყველანი ვიხილავთ, თუ როგორ აგვარებს მიკრო-მობილობა სატრანსპორტო სისტემის ხარვეზებს.

ჩვენ დიდი ენთუზიამით ვუყურებთ ჩვენი ქალაქების მომავალს და გვიხარია რომ უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთათ საზოგადოებაც აქტიურად არის ჩართული ამ დისკუსიაში.