სქროლის სიახლეები

მიიღე 100% ქეშბექი სფეისის ვიზა ბარათით გასქროლვისას

კიდევ ერთი სიახლე სქროლის,  სფეისისა და ვიზასგან! ყველა, ვინც 30 ივლისის შემდეგ პირველად შეუკვეთავს სფეისის ვიზა ბარათს, აგვისტოს განმავლობაში გასქროლვისას 100% ქეშბექით ისარგებლებს.

შესაბამისად, თუ ჯერ კიდევ არ ხარ სფეისის მომხმარებელი, მაგრამ აპირებ გახდე მთელი აგვისტო უფასოდ გასქროლავ.

თუ უკვე გაქვს სფეისის ვიზა ბარათი, უბრალოდ გასქროლე, გადაიხადე ამ ბარათით და თანხის 30% მომენტალურად დაგიბრუნდება უკან, 19 სექტემბრის ჩათვლით. 

თუ ჯერ არ მდგარხარ სქროლის სკუტერზე, გაქვს ან მალე გექნება სფეისის ვიზა ბარათი და გინდა გაიცნო საკუთარი ქალაქი თავიდან, გაისეირნო მეგობრებთან ერთად, მიხვიდე სამსახურამდე ან უბრალოდ გსურს ისარგებლო გადაადგილების სწრაფი, მარტივი და ეკო-მეგობრული საშუალებით – ჩვენ დაგეხმარებით პირველი მგზავრობის დაწყებაში:

  1. გადმოწერე აპლიკაცია “Bird” შენს მობილურში
  2. გაიარე რეგისტრაცია
  3. მიაბი სფეისის ვიზა ბარათი აპლიკაციას და მონიშნე გადახდის მეთოდად
  4. იპოვე რუკაზე სკუტერი
  5. დაასკანერე QR კოდი და გასქროლე
  6. დაასრულე მგზავრობა და მიიღე მომენტალური 100% ან 30% ქეშბექი შენს ანგარიშზე.

* ქეშბექს აქვს  მაქსიმალური ლიმიტი – თვეში 100 ლარი. ეს ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში, თუ შენ მიერ დაგროვილი ქეშბექი 100 ლარს მიაღწევს, ამავე თვეში გადახდილ თანხაზე მეტი ფული უკან აღარ დაგიბრუნდება.

* თუ შენს მიერ შესრულებული გადახდა რაიმე მიზეზით გაუქმდება, შენთვის დარიცხული ქეშბექს სფეისი უკან დაიბრუნებს.

 

ბარათის შესაკვეთად, შეგიძლია ესტუმრო ბმულს: https://bit.ly/2BIu5RH

 

გისურვებთ უსაფრთხო და სასიამოვნო მგზავრობას!