სქროლერების უსაფრთხოება ჩვენი ფუნდამენტური ფასეულობაა.
შემდეგი მოგზაურობის დროს, გაითვალისწინე ჩვენი რჩევები.

ელექტრო სკუტერის უსაფრთხოება

მეტი ველობილიკი და ნაკლები სამანქანო გადაადგილება გაზრდის უსაფრთხოების ზოგად დონეს.

სად ვატარო

  • იზრუნე ქვეითებზე. ტროტუარზე სიარული ნებადართულია, თუმცა უნდა გაითვალისწინო ქვეითები და მათ გადაადგილებას ხელი არ შეუშალო.
  • ატარე ველობილიკზე, ტროტუარზე და გზის მარჯვენა მხარეს.

სად გავაჩერო

  • სქროლი ისე გააჩერე, რომ საჯარო ინტერესი არ დაზიანდეს: არ დაბლოკო ტროტუარები, ეზოების შესასვლელები, შშმ პირების გასასვლელები და სახანძრო ჰიდრანტები.
  • გააჩერე ველოსიპედისთვის ან სკუტერისთვის განკუთვნილ ადგილებზე, ხეებთან, ქუჩის ნიშნებთან ან ტროტუარის კიდეზე, საჭით ქუჩისკენ მიმართული.
  • დარწმუნდი, რომ საყრდენი “ფეხი” უსაფრთხოდ არის გამოწეული და სკუტერი სწორ პოზიციაში დგას.
  • თავი აარიდე უსწორმასწორო ზედაპირებს, როგორებიცაა: ბალახი, მიწა, ქვები და ქვაფენილი.

გზის წესები

  • გასასქროლად, 18+ წლის უნდა იყო.
  • მართე მარტომ.
  • დაიცავი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესი. მათ შორის, დაემორჩილე ქუჩის და გაჩერების ნიშნებს.
  • განსაკუთრებით ყურადღებით იყავი ქუჩის კვეთებზე.

მართე ყურადღებით

მოერიდე გადატვირთულ სამანქანო საცობებს, განსაკუთრებით, ქუჩის კვეთებზე.
  • განსაკუთრებით ფრთხილად იყავი მანქანებთან: ის შენი ყველაზე დიდი რისკია.
  • ატარე ფრთხილად, შეეჩვიე აჩქარებას და მუხრუჭებს.
  • არ ატარო ცალი ხელით, ტელეფონი ჯიბეში შეინახე.
  • არა ყურსასმენებს: გესმოდეს, რა ხდება შენ გარშემო.
  • არ ატარო არაფხიზელ მდგომარეობაში!

ატარე ჩაფხუტი

ჩვენ ყველას მოგიწოდებთ, მართვის დროს, გაიკეთოთ ჩაფხუტი.

სქროლი ერთგულია გლობალური ხედვის Vision Zero. ამ მოძრაობის მიზანია, მობილობა უფრო უსაფრთხო, ჯანსაღი და თანასწორი გახდეს.

სქროლის სკუტერები არა მხოლოდ ამცირებენ მანქანის საჭიროებას, არამედ – ამაღლებენ ცნობადობას ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ და არწმუნებენ ქალაქს, რომ მეტი ინვესტიცია განხორციელდეს უსაფრთხო და მდგრად ინფრასტრუქტურაში, რომელიც ყველასთვის საერთო ბენეფიტია.