სქროლისხელშეკრულება ქირავნობის შესახებ, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა და მისგან გათავისუფლება

 

ძალაში შესვლის თარიღი: 2 მარტი, 2020

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს თქვენ მიერ მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივად სავალდებულო წესებს და პირობებს.

იმის გათვალისწინებით, რომ განზრახული გაქვთ „სქროლის“ მომსახურებებიდან (იხილეთ ჩამონათვალი ქვემოთ) ნებისმიერით სარგებლობა, “სქროლი“ მოითხოვს, რომ თქვენ („მძღოლი“, „თქვენ“ ან „თქვენი“ (პირი, რომელიც მოქმედებს მძღოლის ოჯახის ყველა წევრის, მემკვიდრის, აგენტის, კომპანიონის, წარმომადგენლის, უფლებამონაცვლის, დანიშნული პირის სახელით)) დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს, რომლებიც მოყვანილია წინამდებარე დოკუმენტში – „სქროლის“ „ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა და მისგან გათავისუფლება“ (“ხელშეკრულება”).

„სქროლის“ მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებები მოიცავს შემდეგ ჩამონათვალს, თუმცა არ შემოიფარგლება მასში მითითებული პოზიციებით: (1) „Bird“-ის მობილური აპლიკაცია (Bird-ის აპლიკაცია“) და დაკავშირებული ვებგვერდი, (2) „სქროლის“ ელექტრო-თვითგორიალები („თვითგორიალა“ ან „თვითგორიალები“), და (3) ყველა სხვა დაკავშირებული აღჭურვილობა, პერსონალი, მომსახურება, აპლიკაცია, ვებგვერდი და ინფორმაცია, რომელსაც უზრუნველყოფს ან ხელმისაწვდომს ხდის „სქროლი“ (ერთობლივად – „სქროლის მომსახურებები“).

გარდა ამისა, შესაძლოა დაგჭირდეთ სქროლის სერვისის გამოყენებისათვის Bird-ის აპლიკაცია, რომელიც ეკუთვნის Bird Rides Europe B.V. ან მის შვილობილ კომპანიებს რომელიც განთავსებულია შემდეგ ვებ გვერდზე https://www.bird.co/ სადაც თქვენ პირდაპირ ეთანხმებით როცა გაივლით რეგისტრაციას Bird-ის აპლიკაციაში. თქვენთვის ასევე ცნობილია და ეთანხმებით რომ ყველა თქვენი პირადი ინფორმაცია ინახება Bird Riders Europe B.V ან მის შვილობილ კომპანიებში, რაც მოიცავს სახელებს, მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, ელექტრონულ მეილებს, პაროლებს და საბანკო ბარათების ინფორმაციას. ეს ინფორმაცია იქნება შენახული Bird Riders Europe B.V მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან      შესაბამისად რომელიც            განთავსებულია https://www.bird.co/privacy -ზე.

გარდა https://www.bird.co/terms-ზე განთავსებული მომსახურების პირობებზე დათანხმებისა,  „სქროლზე“ რეგისტრაციისას, ასევე არაორაზროვნად უნდა დაადასტუროთ, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე ყურადღებით გაეცანით ყველა წესს და პირობას. ქვემოთ მოცემულია პირობების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც, „სქროლს“ სურს, რომ თქვენი თავდაპირველი ყურადღება მიაპყროს, იმ შემთხვევაში თუ სმარტფონით ან მცირეეკრანიანი სხვა მოწყობილობით სარგებლობთ. სქელი შრიფტით მოცემული ტერმინების მნიშვნელობა ინტერპრეტირდება წინამდებარე ხელშეკრულებაში მოყვანილი განსაზღვრებების შესაბამისად.

  • წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს განცხადებებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების და პასუხისმგებლობაზე უარის თქმის შესახებ, რისკის დაშვების დებულებებს და სავადლებულო საარბიტრაჟო შეთანხმებას, რამაც შესაძლოა შეზღუდოს თქვენი კანონიერი უფლებები და სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ქვემოთ მოცემული მე-9 და მე-15 პარაგრაფები.
  • თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით რომ Bird Rides Europe B.V ან სხვა მისი შვილობილი კომპანია არ არის მხარე ამ ხელშეკრულების და ნებისმიერი შემთხვევის დროს და პრეტენზიის გამოხატვისას მოქმედებთ მხოლოდ სქროლის წინააღმდეგ.
  • თვითგორიალათი სარგებლობა „Bird“-ის აპლიკაციაში უნდა დაასრულოთ თვითგორიალას მოხმარების რეალურად დასრულებისთანავე. თუ ამ პირობას არ დააკმაყოფილებთ, გაგრძელდება მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხის დარიცხვა. მოცემულ გარემოებაში, ერთი გადაადგილების მაქსიმალური ტარიფი შეადგენს 100  ლარს 24 საათის განმავლობაში. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ქვემოთ მოყვანილი პარაგრაფი 2.3.
  • მომსახურებით სარგებლობის დასრულებისას, თვითგორიალა არ უნდა დააყენოთ აკრძალულ ავტოსადგომზე, მაგალითად კერძო საკუთრებაში, სადაც არ გაქვთ დაყენების უფლება, ჩაკეტილ ზონაში, სადაც მოახდენთ გასასვლელის ბლოკირებას ან სხვა არასანქცირებულ არასაზოგადოებრივ სივრცეში.
  • დაცული უნდა იქნეს ყველა მოქმედი კანონი და წესი (მათ შორის, თუმცა არამხოლოდ, კანონები და წესები, რომლებიც ეხება საგზაო მოძრაობას, ფეხით მოსიარულეებს, თვითგორიალას დაყენებას, დამუხტვას და ელექტრო-თვითგორიალებს), მათ შორის, თქვენს ტერიტორიაზე ჩაფხუტის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონები.
  • თვითგორიალას ნებისმიერი დაზიანების ან გაუმართაობის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა აცნობოთ „სქროლს“ Bird-ის აპლიკაციის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: hello@scroll.eco.

„სქროლი“ არაორაზროვნად აცხადებს თანხმობას გააქირავოს, ხოლო მძღოლი არაორაზროვნად აცხადებს თანახმობას დაიქირავოს თვითგორიალა, წინამდებარე დოკუმენტში მოყვანილი წესებისა და პირობების შესაბამისად. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, მიიჩნევა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაში ნახსენები ყველა ფულადი ღირებულება გამოხატულია ლარის ნომინალში.

 

  1. თვითგორიალას დაქირავებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია

1.1 მძღოლი ერთადერთი მომხმარებელია. წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს მხოლოდ „სქროლი“ და მძღოლი წარმოადგენენ. მძღოლი ერთადერთი დამქირავებელია და თავად არის პასუხისმგებელი აქ მოყვანილ ყველა წესსთან და პირობასთან შესაბამისობაზე. თქვენ აცნობიერებთ, რომ როდესაც ადგილმდებარეობიდან ააქტიურებთ თვითგორიალას, ის უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენ. სხვას არ უნდა დართოთ იმ თვითგორიალას გამოყენების უფლება, რომელიც ადგილმდებარეობიდან გაააქტიურეთ.

1.2 მძღოლი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის ასაკს მიღწეული. მძღოლი აცხადებს და ადასტურებს, რომ იგი მინიმუმ 18 წლისაა.  

1.3 დამქირავებელი თვითგორიალას გამოცდილი მძღოლია. მძღოლი აცხადებს და ადასტურებს, რომ იცნობს თვითგორიალას ექსპლუატაციის წესებს, საკმარისად კომპეტენტურია და ფიზიკურად ვარგისია მის სამართავად, ასევე გაეცნო “Bird-ის აპლიკაციის“ ან „სქროლის“ ვებგვერდის მიერ უზრუნველყოფილ უსაფრთხოების წესებს. თვითგორიალას მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, მძღოლი კისრულობს ყველა პასუხისმგებლობას და რისკებს ტრავმის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. თქვენ პასუხისმგებელი ხართ განსაზღვროთ, ქმნის თუ არა თვითგორიალას მართვას საშიშს ამინდის პირობები, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, წვიმა, ნისლი, თოვლი, სეტყვა, ყინული, სიცხე ან ელექტრომაგნიტური ქარიშხლები. რეკომენდებულია მართვის მანერის და სამუხრუჭე მანძლის მისადაგება ამინდთან, ხედვადობასთან, გარემოსთან და საგზაო მოძრაობის პირობებთან.

1.4 თვითგორიალა არისსქროლისექსკლუზიური საკუთრება.  მძღოლი თანხმობას აცხადებს, რომ თვითგორიალა და მასზე მიმაგრებული აღჭურვილობა ყოველთვის დარჩება „სქროლის“ ექსკლუზიურ საკუთრებად. არ უნდა დაშალოთ თვითგორიალა, მისი რომელიმე ნაწილი ან „სქროლის“ სხვა აღჭურვილობა, გააკეთოთ მათზე წარწერა ან განახორციელოთ მათი რამენაირი მოდიფიკაცია, რემონტი ან  დააზიანოთ. არ უნდა გააკეთოთ წარწერა თვითგორიალაზე არსებულ რომელიმე წებოვან აპლიკაციზე, გადაფხიკოთ ან განახორციელოთ მისი რამენაირი მოდიფიკაცია ან დააზიანოთ. არ უნდა გამოიყენოთ თვითგორიალა ან „სქროლის“ სხვა აღჭურვილობა სარეკლამო ან სხვა კომერციული საქმიანობისთვის, „სქროლის“ სპეციალური წერილობითი ნებართვის გარეშე.

1.5 თვითგორიალას ექსპლუატაციის საათები და მისი ხელმისაწვდომობა. მძღოლი თანხმობას აცხადებს იმ ფაქტზე და აცნობიერებს, რომ თვითგორიალები არ არის ხელმისაწვდომი დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე და წელიწადში 365 დღე. თვითგორიალების დაქირავება უნდა მოხდეს საექსპლუატაციო საათების განმავლობაში და დაქირავების ქვემოთ მითითებული მაქსიმალური პერიოდის ფარგლებში. თვითგორიალების რაოდენობა შეზღუდულია და მათი ხელმისაწვდომობა არ არის ყოველთვის გარანტირებული. მძღოლი თანხმობას აცხადებს მასზედ, რომ „სქროლს“ შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თვითგორიალას დაბრუნება.

1.6 საექსპლუატაციო ზონა. მძღოლი თანახმაა არ გამოიყენოს, არ მოახდინოს ექსპლუატაცია ან/და არ მართოს თვითგორიალა ნებისმიერ ზონაში, სადაც აკრძალულია მოძრაობა, ასევე თანახმაა, რომ არ გაიყვანოს თვითგორიალა ნებადართული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

1.7 მძღოლმა უნდა დაიცვას კანონები თვითგორიალას გამოყენების ან/და ექსპლუატაციის შესახებ. მძღოლი თანხმობას აცხადებს დაიცვას ყველა კანონი, რომელიც ეხება თვითგორიალას გამოყენებას, მართვას, დაყენებას, დამუხტვას ან ექსპლუატაციას, მათ შორის თვითგორიალებთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი კანონი, წესი და დადგენილება, რომელიც თვითგორიალას ექსპლუატაციის ტერიტორიაზე მოქმედებს, მათ შორის ჩაფხუტის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონები. მძღოლი ასევე თანახმაა იმოქმედოს თავაზიანად და პატივისცემით სხვათა მიმართ, სანამ სარგებლობს „სქროლის“ მომსახურებებით.

1.8 აკრძალული ქმედებები. მძღოლი თანახმაა შემდეგზე:

  • „სქროლი“ არ იძლევა თვითგორიალას ექსპლუატაციის რეკომენდაციას პორტფელის,  ზურგჩანთის, ჩანთის ან სხვა საგნების გადატანისას ან ხელში ჭერისას, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ ბალანსი, შეგმატონ ზედმეტი წონა ან საფრთხე შეუქმნან თვითგორიალას უსაფრთხო ექსპლუატაციას. თუ ამგვარ ნივთს მაინც გამოიყენებთ, ამას გააკეთებთ საკუთარი რისკით; „სქროლი“ გირჩევთ დარწმუნდეთ, რომ საგანი მჭიდროდ გაქვთ მოგებული სხეულზე და არ გიზღუდავთ თვითგორიალას უსაფრთხო ექსპლუატაციის შესაძლებლობას.
  • საჭეზე არ უნდა განათავსოთ ისეთი საგნები, როგორიცაა ზურგჩანთა ან ჩანთა.
  • თვითგორიალას მართვისას არ უნდა ისარგებლოთ მობილური ტელეფონით, შეტყობინებების მისაღებ-გასაგზავნი მოწყობილობით, პორტატული მუსიკალური ფლეერით ან სხვა მოწყობილობით, რომელმაც შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ და ხელი შეგიშალოთ თვითგორიალას უსაფრთხო ექსპლუატაციაში.
  • არ უნდა მართოთ თვითგორიალა ალკოჰოლური, ნარკოტიკული, მედიკამენტების ან სხვა ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, რომლებსაც შეუძლიათ შეგიზღუდონ თვითგორიალას უსაფრთხო ექსპლუატაციის შესაძლებლობა.
  • უნდა ისარგებლოთ მხოლოდ „სქროლის“ მიერ უზრუნველყოფილი ჩამკეტი მექანიზმებით. არ შეიძლება სქროლზე სხვა ჩამკეტის დამატება ან თვითგორიალას ჩაკეტვა „სქროლის“ ინსტრუქციებთან შეუსაბამო წესით.
  • თვითგორიალა არ უნდა დააყენოთ აკრძალულ ავტოსადგომზე, კერძო საკუთრებაში, სადაც არ გაქვთ დაყენების უფლება, ჩაკეტილ ზონაში, სადაც მოახდენთ გასასვლელის ბლოკირებას ან სხვა არასანქცირებულ არასაზოგადოებრივ სივრცეში. თვითგორიალა არ უნდა დააყენოთ გადატვირთული საგზაო მოძრაობის ადგილებში, სადაც არსებობს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიერ დარტყმის საფრთხე.
  • თვითგორიალას პარკირება უნდა განხორციელდეს ხილვად სივრცეში, დახრილ ადგილზე – გამოსაწევი საყრდენის მეშვეობით.

1.9 თვითგორიალას გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული დანიშნულების ფარგლებში. მძღოლი ადასტურებს, რომ არ გამოიყენებს თვითგორიალას რბოლაში, მთაგორიან ადგილებში, ტრიუკების შესასრულებლად. მძღოლი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს თვოთგორიალას ექსპლუატაციას ან/და არ გამოიყენებს მას დაუგებელ გზებზე, წყალში (ურბანული ზონების ფარგლებს გარეთ) ან ნებისმიერ ადგილას, სადაც თვითგორიალას გადაადგილება აკრძალულია, უკანონოა ან/და სიმშვიდეს ურღვევს სხვებს. მძღოლი თანხმობას აცხადებს არ გამოიყენოს თვიგორიალა გაქირავების და გადაცემის მიზნებით, ასევე ნებისმიერი კანონის, დადგენილების ან წესის დარღვევით.

1.10 წონა და ტვირთის შეზღუდვა. თქვენი წონა არ უნდა აღემატებოდეს თვითგორიალასთვის წონის მაქსიმალურ ლიმიტს 100 კილოგრამს.

1.11 დასაშვებია მხოლოდ სანქცირებული წვდომა; სანქცირებული გამოყენება. არ უნდა განბლოკოთ თვითგორიალა, შეეცადოთ მოიპოვოთ წვდომა მასზე ან სხვაგვარად ისარგებლოთ „სქროლის მომსახურებებით“ არასანქცირებულად – მოქმედებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული წესის შესაბამისად.

1.12 შეტყობინება დაზიანების ან ავარიის შესახებ; საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და სამართალგამოყენება.

მძღოლმა დაუყონებლივ უნდა შეატყობინოს საპატრულო პოლიციის სამსახურს ინციდენტის, ავარიის, დაზიანების, ტრავმის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან თვითგორიალას მოპარვის ან დაკარგვის თაობაზე.მძღოლი თანახმაა იკისროს პასუხისმგებლობა ნებისმიერ არასათანადო გამოყენებაზე, გამომდინარე შედეგებზე, საჩივრებზე, მოთხოვნებზე, საჩივრის საფუძვლებზე, ზარალზე, ვალდებულებებზე, ზიანზე, ტრავმებზე, ხარჯებზე, ჯარიმებზე, ადვოკატის ჰონორარზე, სასამართლო გადაწყვეტილებებზე, სასამართლო დავებზე ან დანახარჯებზე, ნებისმიერი ტიპის ან ხასიათის, რომლებიც უკავშირდება მოპარულ ან დაკარგულ თვითგორიალას.

 

  • თქვენი დაზღვევის პოლისებმა შესაძლოა არ დაფაროს ამ თვითგორიალასთან დაკავშირებული ინციდენტები ან მისი დაზიანება. იმისათვის, რათა გაარკვიოთ, უზრუნველყოფს თუ არა პოლისი დაფარვას, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს დაზღვევის კომპანიას ან აგენტს.

მძღოლი ადასტურებს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევები და დაკავშირებული უწყებები, ჯარიმები ან დაკისრებული გადახდები მისი რისკი და პასუხისმგებლობაა, მათ შორის ქირავნობის ვადის დასრულების შემდგომ არასწორ ან არასანქცირებულ პარკირებასთან დაკავშირებული ხარჯებიც.

მძღოლი თანხმობას აცხადებს მასზედ და აცნობიერებს, რომ „სქროლს“ შეუძლია ითანამშრომლოს სამართალდამცავებთან ნებისმიერი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, რომელიც სამართალდამცავებმა შეიძლება მოითხოვონ ან სხვაგვარად შეიქმნას აღნიშნულის აუცილებლობა.

1.13 მძღოლის პასუხისმგებლობა თვითგორიალას გამოყენებიდან და მისი დაზიანებიდან გამომდინარე. მძღოლი თანახმაა „სქროლს“ თვითგორიალა დაუბრუნოს იგივე მდგომარეობაში, როგორშიც დაიქირავა. მძღოლი არ არის პასუხისმგებელი ჩვეულებრივ ცვეთასა და ამორტიზაციაზე.

1.14 ელექტრომობილი. თვითგორიალა წარმოადგენს ელექტრომობილს თუ ის ექსპლუატაციისთვის საჭიროებს ბატარეის პერიოდულ დამუხტვას. მძღოლი თანახმაა, რომ გამოიყენოს და მართოს თვითგორიალა უსაფრთხოდ და გონივრულად იმის გათვალისწინებით, რომ თვითგორიალა წარმოადგენს ელექტრომობილს, ასევე ყველა დაკავშირებული შეზღუდვისა და მოთხოვნის გათვალსწინებით. მძღოლი აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან თითოეულზე:

  • თვითგორიალაში დარჩენილი მუხტის დონე შემცირდება თვითგორიალას გამოყენებასთან ერთად (როგორც დროის, ასევე მანძილის მიხედვით), და  რადგან თვიგორიალას მუხტი მცირდება, სიჩქარე და სხვა საექსპლუატაციო შესაძლებლობებიც შესაძლოა შემცირდეს (ან მთლიანად შეწყდეს).
  • მძღოლის მიერ თვითგორიალას დაქირავების ან ექსპლუატაციის ინიცირებისას, მასში მუხტის დონე გარანტირებული არ არის და იცვლება ქირავნობის პერიოდში ყოველი გამოყენებისას.
  • მუხტის დაკარგვის სიჩქარე არ არის გარანტირებული და განსხვავდება თვითგორიალას, გზის პირობების, ამინდის პირობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
  • თვითგორიალაში მუხტის დონის განსაზღვრა და მისი შესაბამისობის განსაზღვრა ექსპლუატაციის დაწყებამდე, მძღოლის მოვალეობაა.
  • მანძილი, რომელზეც, ან/და დრო, რომლის განმავლობაშიც, მძღოლი ექსპლუატაციას გაუწევს თვითგორიალას მუხტის ამოწურვამდე, არასდროსაა გარანტირებული.
  • თვითგორიალას მუხტი შესაძლოა ამოიწუროს და შეწყვიტოს მუშაობა ნებისმიერ დროს, მძღოლის მიერ თვითგორიალას ქირავნობის პერიოდში, მათ შორის, სანამ მძღოლი დანიშნულების სასურველ პუქტს მიაღწევს.

1.15 თვითგორიალას დამუხტვა ნებადართული არ არის. თუ თვითგორიალას მუხტი იწურება ქირავნობის პერიოდში, მძოლმა უნდა დაასრულოს მართვა წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული ყველა წესის შესაბამისად.

მძღოლი თანახმაა იკისროს პასუხისმგებლობა ნებისმიერ არასათანადო გამოყენებაზე, გამომდინარე შედეგებზე, საჩივრებზე, მოთხოვნებზე, საჩივრის საფუძვლებზე, ზარალზე, ვალდებულებებზე, ზიანზე, ტრავმებზე, ხარჯებზე, ჯარიმებზე, ადვოკატის ჰონორარზე, სასამართლო გადაწყვეტილებებზე, სასამართლო დავებზე ან დანახარჯებზე, ნებისმიერი ტიპის ან ხასიათის, რომლებიც უკავშირდება მძღოლის მიერ თვითგორიალას დამუხტვას ან  დამუხტვის მცდელობას. თვითგორიალას დამუხტვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, მძღოლი კისრულობს სრულ და მთლიან პასუხისმგებლობას ყველა დაკავშირებული რისკის, საშიშროების და საფრთხეების გამო და თანხმობას აცხადებს, რომსქროლიდა ყველა სხვა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირი (განსაზღვრულია ქვემოთ, მე-15 პარაგრაფში) არ არის პასუხისმგებელი, ნებისმიერ პირთან ან ქონებასთან დაკავშირებით, მათ შორის თავად თვითგორიალასთან დაკავშირებით განპირობებულ ნებისმიერ ტრავმაზე, დაზიანებაზე ან მძღოლის გამო წარმოშობილ ხარჯზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება თვითგორიალას დამუხტვას

1.16 მობილური მოწყობილობების მიმართ მოთხოვნები და აქტიური ინტერნეტკავშირი. თუ არ არსებობს „სქროლის“ სხვაგვარი წერილობითი მითითება,  სქროლის აპლიკაციის მეშვეობით „სქროლის მომსახურებების“ აქტივირებისთვის უნდა ისარგებლოთ სმარტფონით ან ნებისმიერი სხვა (მობილური) მოწყობილობით, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს და თავსებადია „Bird“-ის აპლიკაციასთან. „Bird“-ის აპლიკაციის ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა „Bird“-ზე რეგისტრაციის, თვითგორიალას განბლოკვის, დაქირავების და ქირავნობის დასრულების შესაძლებლობა, მოითხოვს, რომ „Bird“-ის აპლიკაციას აქტიური ინტერნეტ-კავშირი ჰქონდეს. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მობილური მონაცემების გადაცემის სერვისების ხელმისაწვდომობასა და გამომდინარე ხარჯებზე. აგრეთვე პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ თქვენი მობილური მოწყობილობის ბატარეა საკმარისად იყოს დამუხტული. „სქროლი“ არ არის პასუხისმგებელი თუ ვერ ახერხებთ თვითგორიალას განბლოკვას, გამოყენებას ან მართვის დასრულებას შეწყვეტილი ინტერნეტ-კავშირის, მობილური მოწყობილობის გაუმართავობის ან დაცლილი ბატარეის გამო. თქვენ პასუხისმგებელი რჩებით ყველა ხარჯზე და „სქროლს“ შეუძლია დაგაკისროთ ყველა ხარჯი (მათ შორის ქირავნობის გადასახადი) მართვის დასრულებამდე.

 

 

  1. გადახდა და საფასური.

2.1 საფასური. მძღოლს შეუძლია ისარგებლოს თვითგორიალათი „Bird“-ის  აპლიკაციაში მითითებული ფასების შესაბამისად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მართვის დაწყების საფასურს, საფასურს მანძილიდან ან დროიდან გამომდინარე (დრო მრგვალდება უახლოეს წუთამდე) ან/და მოთხოვნილ მინიმალურ საფასურს. ფასებმა შესაძლოა ცვლილება განიცადოს. თითოეულ შემთხვევაში საფასური და სხვა ხარჯები შესაძლოა გამომდინარეობდეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან და სხვა ადგილობრივი სახელმწიფო გადასახადებიდან, რომლებიც შესაძლოა დარიცხული და ამოღებული იქნეს „სქროლის“ მიერ. „სქროლი“ მძღოლს აკისრებს (საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ან გადახდის სხვა შეთანხმებული მეთოდის მეშვეობით) საფასურის თანხას, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულებაში, მათ შორის ნებისმიერ გადახდებს თქვენ მიერ არჩეული პერიოდულობით.

2.2 რეფერალური ან/და სარეკლამო კოდები.

„სქროლს“, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია რეფერალური ან/და სარეკლამო კოდების შექმნა („პრომო კოდები“), რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს ფასდაკლებისთვის ან „სქროლის მომსახურებებზე“ კრედიტებისთვის, ასევე „სქროლის“ მიერ უზრუნველყოფილი სხვა ფუნქციებისა ან პრივილეგიებისთვის, რაც, „სქროლის“ მიერ დადგენილი ნებისმიერ დამატებითი პირობების საგანია. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ „პრომო კოდები“: (i) გამოყენებული უნდა იქნეს გათვალისწინებული აუდიტორიისთვის და საჭიროებისთვის, ასევე, კანონიერი წესით; (ii) არ შეიძლება იქნეს დუბლირებული, გაყიდული ან გადაცემული ნებისმიერი წესით, გარდა „სქროლის“ მიერ ნებადართული შემთხვევებისა; (iii) ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გაუქმდეს „სქროლის“ მიერ, „სქროლისთვის“ ნებისმიერი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე; (iv) დასაშვებია გამოყენებული იქნეს იმ კონკრეტული პირობების შესაბამისად, რომელსაც „სქროლი“ აწესებს ამგვარი „პრომო კოდისთვის“; (v) არ მოქმედებს ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში; (vi) შესაძლებელია დაექვემდებაროს რაოდენობრივ ან თანხობრივ შეზღუდვებს; და (vii) სასაძლებელია ვადა გაუვიდეს თქვენ მიერ მის გამოყენებამდე. „სქროლი“ უფლებას იტოვებს შეაჩეროს ან გამოქვითოს კრედიტები ან სხვა ფუნქციები ან პრივილეგიები, მოპოვებული თქვენ მიერ ან სხვა მომხმარებლის მიერ რეფერალური სისტემის გამოყენების მეშვეობით, იმ შემთხვევაში თუ „სქროლი“ დაადგენს ან ჩათვლის, რომ რეფერალური სისტემის გამოყენება ან „პრომო კოდის“ გამოყენება ან დაფარვა ხორციელდებოდა არასწორად, თაღლითურად, უკანონოდ ან სხვაგვარად, წინამდებარე ხელშეკრულების ან „პრომო კოდებთან“ დაკავშირებული კონკრეტული პირობების დარღვევით.

2.3 ქირავნობის მაქსიმალური ვადა და დარიცხვები. ქირავნობის მაქსიმალური ვადა შეადგენს 24 საათს. მძღოლი თანახმაა მოახდინოს თვითგორიალას ქირავნობის დეაქტივაცია დაქირავებიდან 24 საათის განმავლობაში. შემდეგში მძღოლს შეუძლია კვლავ დაიქირავოს თვითგორიალა. მძღოლი თანახმაა, რომ ის ერთადერთ პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მართვის დროის ხანგრძლოვობის შესახებ ინფორმირებულებაზე. მაქსიმალური დღიური საფასური შეადგენს 100 ლარს და თვლა წარმოებს კალენდარული დღის მიხედვით. თვითგორიალას მართვის დასრულების შემდეგ, მძღოლს დაეკისრება ქირავნობის დაგროვებული საფასური ან მაქსიმალური დღიური საფასური – რომელიც უფრო ნაკლებია. ქირავნობის დრო დაითვლება „Bird“-ის აპლიკაციის მეშვეობით თვითგორიალას განბლოკვის მომენტიდან იმ მომენტამდე, როდესაც მძღოლი „Bird“-ის აპლიკაციის მეშვეობით მიიღებს დადასტურებას მართვის დასრულების შესახებ. თუ მართვა არ დასრულდება სათანადო წესით, ქირავნობის ვადა და შესაბამისად, საფასურის დარიცხვა გაგრძელდება. თუ შეგექმნებათ ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რომლებიც შეუძლებელს ხდის თვითგორიალას ექსპლუატაციას, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ „სქროლს“ მისი აპლიკაციის მეშვეობით. ექსპლუატაციის შეწყვეტის განმპირობებელი პრობლემის შეუტყობინებლობა გამოიწვევს დარიცხვის პროცესის გაგრძელებას.

თვითგორიალები (დასრულებული  ექსპლუატაციით), რომლებიც არ დაბრუნდება 48 საათის განმავლობაში, ჩაითვლება დაკარგულად ან მოპარულად და მძღოლს დაეკისრება შემდეგი ოდენობის გადასახდელი: თვითგორიალას ღირებულებას პლიუს ადმინისტაციული და სამართალწარმოების ხარჯები. „სქროლს“ ასევე შეუძლია დამატებითი მომსახურების საფასურიც დააკისროს მძღოლს 24 საათზე მეტი დროით სარგებლობისთვის, თუ თვითგორიალა არც დაკარგულა და არც მოუპარავთ.

2.4 გადახდის წესი. „სქროლის მომსახურებებით“ სარგებლობის მიზნით დარეგისტრირებისას მძღოლმა „სქროლს“ უნდა მიაწოდოს მოქმედი საკრედიტო, სადებეტო ბარათის ან წინასწარ გადახდილი ბარათის ნომერი და მათი მოქმედების ვადა ან ინფორმაცია გადახდის სხვა მეთოდის შესახებ. მძღოლი აცხადებს და გარანტიას აძლევს „სქროლს“, რომ უფლებამოსილია ისარგებლოს ნებისმიერი საკრედიტო, სადებეტო ან წინასწარ გადახდილი ბარათით ან გადახდის სხვა მეთოდით, რომლის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა „სქროლს“ „Bird-ის აპლიკაციის მეშვეობით. გადახდის მეთოდის შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფით, თქვენ თანხმდებით, რომ „სქროლი“ უფლებამოსილია დაგარიცხოთ თვითგორიალას ექსპლუატაციის საფასური და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც მძღოლს ეკისრება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მათ შორის ყველა მოქმედი სახელმწიფო და ნორმატიული გადასახადი, ასევე გაყიდვებთან დაკავშირებული და სხვა მოქმედი გადასახადები.

როდესაც უზრუნველყოფთ გადახდის მეთოდს „სქროლის“ პოლიტიკების შესაბამისად, ჩვენი სისტემა შეეცდება თქვენ მიერ შეყვანილი ინფორმაციის გადამოწმებას. აღნიშნულს ვახორციელებთ წინასწარი ავტორიზაციის მეშვეობით, რაც სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს. წინასწარ ავტორიზაციასთან დაკავშირებით დარიცხვა არ ხორციელდება. თუ თქვენი გადახდის მეთოდის ვადა ამიწურება და არ განაახლებთ ინფორმაციას ან გააუქმებთ ანგარიშს, ამით უფლებამოსილებას მოგვანიჭებთ, რომ გავაგრძელოთ დარიცხვები, ხოლო თქვენ შეგინარჩუნდებათ პასუხისმგებლობა ნებისმიერი თანხის გადაუხდელობაზე. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერი წარუმატებელი დარიცხვის შემდეგ გავიმეოროთ დარიცხვა ფაილში მითითებული გადახდის ყველა მეთოდის მეშვეობით. თქვენ პასუხისმგებელი დარჩებით ყველა ამგვარი თანხის გადახდაზე და მათ აკრეფასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯზე, მათ შორის და არა მხოლოდ, ბანკის ოვერდრაფტის საკომისიოზე, ამკრეფი სააგენტოს საკომისიოზე, ადვოკატის გონივრულ ჰონორარზე და არბიტრაჟის ან სასამართლოს ხარჯებზე.

მძღოლი თანხმობას აცხადებს მასზედ, რომ „სქროლს“, მძღოლის სახელით, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაიხადოს ყველა საჯარიმო ქვითარი, დაკავებული მოსაკრებელი, ჯარიმა ან/და დარიცხვა, პირდაპირ შესაბამის უწყებას ან მხარეს. თუ „სქროლს“ მოეთხოვება გადაიხადოს ამგვარი გადასახდელები ან დაკავშირებული ხარჯები ან/და მსვლელობა მისცეს მათ, მძღოლი თანხმობას აცხადებს, რომ „სქროლს“ შეუძლია დაგარიცხოთ „სქროლის“ მიერ გადახდილი თანხები და ასევე, აღნიშნული საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებული გონივრული ადმინისტრაციული ხარჯი; „სქროლი“ უზრუნველგყოფთ შეიტყობინებით ამგვარი ხარჯების და გადასახადების შესახებ.

იმ შემთხვევაში თუ „სქროლი“ ისარგებლებს მესამე მხარის მომსახურებით ნებისმიერი საჯარიმო ქვითრის, ზიანის, კანონის ან წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევასთან, საურავებთან ან/და ჯარიმებთან დაკავშირებული საკითების მოგვარებისას, მძღოლი თანახმაა დაფაროს ყველა ხარჯი და კოლექტორის გასამრჯელოც, მათ შორის და არამხოლოდ, დაფაროს ამგვარი აგენტის ადმინისტრაციული და იურიდიული ხარჯები მონთხოვნისამებრ და პროტესტის გარეშე.

თუ მძღოლი გაასაჩივრებს ნებისმიერ დარიცხვას გადახდის მეთოდზე, იგი უნდა დაუკავშირდეს „სქროლს“ 10 სამუშაო დღის განმავლობაში იმ თვის ბოლოდან, როდესაც სადავო დარიცხვა განხორციელდა და მიაწოდოს „სქროლს“ სრული ინფორმაცია მგზავრობის შესახებ, რაც აუცილებელია სადავო დარიცხვის იდენტიფიცირებისთვის. მიწოდებული უნდა იქნას ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა სადავო დარიცხვის წარმოშობასთან დაკავშირებული მგზავრობის თარიღი და თვითგორიალას ექსპლუატაციის დაწყების და დასრულების დრო. მძღოლი თანახმაა დაუყოვნებლივ მიაწოდოს „სქროლს“ ინფორმაცია გადახდის მეთოდთან დაკავშირებული ყველა დარიცხვის შესახებ.

თუ თანხმობა განაცხადეთ ავტომატური ან განმეორებადი გადახდების განხორციელებაზე, ისინი გაგრძელდება სანამ არ გააუქმებთ მათ ან არ დახურავთ თქვენს ანგარიშს. გაუქმება უნდა განახორციელოთ „Bird“ის აპლიკაციაში მოყვანილი ინსტრუქციების შესაბამისად. გაუქმების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ანგარიშზე დარჩენილი ნებისმიერი ბალანსი, მაგრამ ვერ გააგრძელებთ „სქროლის მომსახურებებით“ სარგებლობას სანამ ხელმეორედ არ განახორციელებთ ავტორიზაციას გადახდის აქტიური მეთოდის მითითებით. „სქროლს“ შეუძლია გააგრძელოს თქვენს გადახდის მეთოდზე დამატებითი გადასახდელების ან წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისი თანხების დარიცხვა.

2.5 თვითგორიალას წაყვანის მოსაკრებელი. იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თვითგორიალას დაბრუნებას შესაბამის ზონაში (მაგალითად, თუ თვითგორიალას დექტივაციას ახდენთ კერძო საკუთრებაში, ჩაკეტილ საცხოვრებელ კომპლექსში ან სხვა  მიუდგომელ ზონაში), და მოითხოვთ, რომ თვითგორიალა წაყვანილი იქნეს „სქროლის“ პერსონალის მიერ, „სქროლს“, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია დაგაკისროთ თვითგორიალას წაყვანის მომსახურების მოსაკრებელი. თუ რომელიმე თვითგორიალა, რომელზე ხელწვდომაც განხორციელდა თქვენი ანგარიშის მეშვეობით, მიტოვებული იქნა გაფრთხილების გარეშე, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით თვითგორიალათი სარგებლობის ყველა გადასახდელზე, სანამ ის არ დაბრუნდება და დეაქტივირდება, ამასთან, დაირიცხება თვითგორიალას დაბრუნების ღირებულებაც. მოსაკრებლების ოდენობა შეიძლება ცვლილებას დაექვემდებაროს.

 

  1. სარგებლობის დამატებითი პირობები.

3.1 უსაფრთხოების შემოწმება. თვითგორიალას ყოველ გამოყენებამდე, მძღოლმა უნდა განახორციელოს უსაფრთხოების ძირითადი შემოწმება, რაც მოიცავს შემდეგს: (i) ბორბლების სათანადო მდგომარება; (ii) ყველა მუხრუჭის და ფარის უსაფრთხო მუშაობა; (iii) ჩარჩოს კარგი მდგომარეობა; (iv) ბატარეის საკმარისი მუხტი; და (iv) დაზიანების, არაბუნებრივი ან ჭარბი ცვეთის ნებისმიერ კვალი, ან სხვა ღია და აშკარა მექანიკური პრობლემა / ტექნიკური მომსახურების საჭიროება. მძღოლი თანხმობას აცხადებს არ მართოს თვითგორიალა თუ მასზე აღინიშნება შესამჩნევი პრობლემები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს, რათა ამ უკანასკნელმა შეატყობინოს „სქროლს“ ნებისმიერი პრობლემის შესახებ.

3.2 დაკარგული ან მოპარული თვითგორიალა. თვითგორიალა შეიძლება ჩაითვალოს დაკარგულად ან მოპარულად თუ (ა) თვითგორიალა არ დაბრუნებულა 24 თანმიმდევრული საათის განმავლობაში, (ბ) თვითგორიალას GPS-მონიტორინგის სისტემა გამორთულია, (გ) თვითგორიალა დატოვებულია არასანქცირებულ კერძო საკუთრებაში, ჩაკეტილ სივრცეში ან სხვა არასაჯარო ზონაში, მართვის დასრულებიდან ათ წუთზე მეტი დროის განმავლობაში, (დ) თვითფორიალა გადის 50  მეტრზე მეტ მანძილს ქირავნობის დასრულების შემდეგ და „სქროლი“ მიიჩნევს, რომ ამგვარი გადაადგილება არ არის გამოწვეული სხვა მძღოლის ან არაავტორიზებული მესამე მხარის მიერ, ან (ე)სხვა ფაქტები და გარემოებები, რომებზეც დაყრდნობითაც, „სქროლი“ გონივრულად და კეთილსინდისიერად საზღვრავს, რომ თვითგორიალა დაკარგულია ან მოპარულია. „სქროლი“ და თქვენ თანხმდებით, რომ თვითგორიალას ბოლო მძღოლი პასუხისმგებელია თვითგორიალას დაკარგვაზე ან მოპარვაზე თუ ფაქტები და გარემოებები „სქროლს“ არ მიუთითებს სხვაგვარ გონივრულ და კეთილსინდისიერ მოსაზრებაზე. თუ „სქროლს“ მიაჩნია, რომ თვითგორიალა დაკარგულია ან მოპარულია, „სქროლს“ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება მიმართოს ნებისმიერ და ყველა ზომას, რომელსაც მართებულად მიიჩნევს (თვითგორიალას ბოლო მძღოლთან დაკავშირებით ან პირიქით), მათ შორის (შეზღუდვის გარეშე) დაიბრუნოს თვითგორიალა ან მიიღოს სხვა შესაბამისი კომპენსაცია და ზიანის ანაზღაურება,  ასევე განაცხადოს პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში. მძღოლი თანხმობას აცხადებს, რომ Bird-ის  კომპიუტერში გენერირებული მონაცემები წარმოადგენს მძღოლის მიერ თვითგორიალათი სარგებლობის პერიოდის სარწმუნო მტკიცებულებას. მძღოლი თანხმობას აცხადებს „სქროლს“ დაუყოვნებლივ ან შეძლებისდაგვარად სწრაფად შეატყობინოს თვითგორიალას გაუჩინარების ან მოპარვის შესახებ.

3.3 ჩაფხუტები; უსაფრთხოება. „სქროლი“ რეკომენდაციას იძლევა, რომ მძღოლმა ისარგებლოს Snell-ის, CPSC-ის, ANSI-ს ან ASTM-ის დამტკიცებული ჩაფხუტებით, რომლის ზომაც სწორად არის შერჩეული, მორგებულია და შეკრულია მწარმოებლის ინსტრუქციების მიხედვით. სქროლიდა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული სხვა პირები (როგორც ეს ქვემოთაა განსაზღვრული მე-15 პარაგრაფში) არ აკეთებენ განცხადებას ნებისმიერი ჩაფხუტის ხარისხის ან უსაფრთხოების შესახებ, ასევე არ იძლევიან გარანტიას აღნიშნულთან დაკავშირებით, და მძღოლი ადასტურებს, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული არცერთი პირი არ არის პასუხისმგებელისქროლის მომსახურებებითსარგებლობისას მძღოლის მიერ მიღებული ტრავმის გამო, მიუხედავად იმისა, ახურავს თუ არა მძღოლს ჩაფხუტი ტრავმირებისას. მძღოლი თავად კისრულობს პასუხისმგებლობას ჩაფხუტის ან უსაფრთხოების სხვა აღჭურვულობის გამოუყენებლობიდან გამომდინარე ყველა რისკთან დაკავშირებით. მძღოლმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს უსაფრთხოების ან სიფრთხილის დამატებითი ზომების მიღება, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ხელშეკრულებაში.  

3.4 თვითგორიალას მარშრუტები. მძღოლი თანახმაა, რომ „სქროლი“ არ უზრუნველყოფს თვითგორიალას გადაადგილების ადგილებს ან არ ახორციელებს მათი ტექნიკურ მომსახურებას, და რომ „სქროლი“ არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თვითგორიალას გადაადგილების მარშრუტები ყოველთვის უსაფრთხო იქნება.   თვითგორიალას გასასვლელები და მარშრუტები შესაძლოა  სახიფათო გახდეს ამინდის პირობების, საგზაო მოძრაობის ან სხვა საშიშროებების გამო.              

3.5 თვითგორიალას დაქირავებისას მოქმედი შეზღუდვები. მძღოლი თანხმობას აცხადებს, რომ „სქროლი“ არ წარმოადგენს საზოგადოებრივ გადამზიდს.  საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის ალტერტატივა ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის და ასევე ინდივიდუალურად მძღოლისთვის, მათ შორის, საზოგადოებრივი ავტობუსები და სარკინიგზო ტრანსპორტი, ტაქსი და ტროტუარები. „სქროლი“ თვითგორიალას უზრუნველყოფს მხოლოდ როგორც კომფორტის საშუალებას და ქირავნობის ამგვარი შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია თვითგორიალას დამოუკიდებლად სამართავად და რომელიც ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების წესებსა და პირობებს.

  1. მოქმედების შეწყვეტა. ნებისმიერ მომენტში და პერიოდულად, ასევე მძღოლის თანხმობის გარეშე, „სქროლს“ შეუძლია ცალმხრივი წესით, საკუთარი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი გაფრთხილების ან მიზეზის გარეშე მძღოლს შეუწყვიტოს „სქროლის მომსახურებებით“ სარგებლობის უფლება. მძღოლს შეუძლია შეწყვიტოს „სქროლის მომსახურებებით“ სარგებლობა ნებისმიერ დროს, თუმცა იმ პირობით, რომ (i) „სქროლი“ არ უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას, (ii) წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდება მასში მოყვანილი პირობების შესაბამისად, და (iii) მძღოლს შეიძლება კვლავ დაერიცხოს ნებისმიერი მოქმედი დამატებითი გადასახდელი წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში რჩება და მოქმედებს სრულად მისი პირობებისა და ვადების შესაბამისად, მძღოლისთვის „სქროლის მომსახურებებიდან“ რომელიმეთი სარგებლობის უფლების შეწყვეტის შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ როგორ წყდება ხელშეკრულება.
  2. ინფორმაციის კონფიდენციალურობა; კონფიდენციალობის პოლიტიკა. თქვენ აცნობიერებთ და თანხმობას აცხადებთ, რომ „სქროლის“ ხელთ არსებული მძღოლთან დაკავშირებული ყველანაირი პირადი ინფორმაცია, მათ შორის ყველა სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პაროლი, გადახდის შესახებ ინფორმაცია და სხვა ინფორმაცია „Bird“ის მიერ დაცული იქნება http://www.bird.co/privacy/-ზე განთავსებული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.
  3. გამოსახულებისა და ხმის საშუალებით პიროვნების იდენტიფიცირების უფლება. საკმარისი და შემხვედრი დაკმაყოფილებისთვის, რომლის მიღებისა და სათანადოობისთვის, თქვენ, შეგნებულად, ნებაყოფლობით და შეუქცევლად: (1) აძლევთ თქვენს სრულ და უპირობო თანხმობას „სქროლს“ და მის ფილიალებს, სამართალმემკვიდრეებს და დანიშნულ პირებს, რომ ნებისმიერ მომენტში და პერიოდულად, შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ, თქვენ მიერ „სქროლის მომსახურებებით“ სარგებლობასთან დაკავშირებულ ფოტოსურათებზე, ვიდეოებზე და სხვა ჩანაწერებში დაფიქსირებული თქვენი გამოსახულება და ხმა, ყველა ვებგვერზე და პრესის ყველა საშუალებაში, წახალისების, სარეკლამო, გამოქვეყნების და სხვა კომერციული მიზნებისთვის, მათ შორის ყველა ფორმატით და საშუალებით, ამჟამად ცნობილით თუ მომავალში შემოღებულით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მუდმივად; (2) აძლევთ „Bird“-ის და მის ფილიალებს, სამართალმემკვიდრეებს და დანიშნულ პირებს (ა) თქვენ მიერ „სქროლის მომსახურებებით“ სარგებლობასთან დაკავშირებით თქვენი გამოსახულების და ხმის ასახვის უფლებას ფოტოგრაფირების, ვიდეოგადაღების და სხვაგვარი ჩანაწერების გაკეთების მეშვეობით, ნებისმიერ მომენტში ან პერიოდულად, (ბ) აღნიშნულ ფოტოსურათებთან, ვიდეოჩანაწერებთან და სხვა ჩანაწერებთან დაკავშირებულ ყველა უფლებას, საავტორო უფლებას, საკუთრების უფლებას, სარგებლის უფლებას, მასალის შემკვეთის საავტორო უფლებების მიზნებისთვის, და (გ) „სქროლის“ შეხედულებისამებრ, ნებისმიერ მომენტში და პერიოდულად, ამგვარი ფოტოსურათების, ვიდეოჩანაწერების და სხვა ჩანაწერების ან მათი რომელიმე კომპონენტის გამოყენების, კვლავ წარმოების, გამოფენის, გავრცელების, გადაცემის, შეცვლის და დამუშავების და ყველა დაკავშირებული მერჩანდაიზინგის, წახალისების, რეკლამირების და გამოქვეყნების უფლებას; და (3) უარს აცხადებთ პრეტენზიებზე და მათგან ათავისუფლებთ ყველა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულ პირს (მოყვანილია ქვემოთ, მე-15 პარაგრაფში), რომლებიც გაქვთ ან შესაძლებელია გქონდეთ ნებისმიერ ცილისწამებასთან, დეფამაციასთან, პირად ცხოვრებაში შეჭრასთან, გამოქვეყნების უფლებასთან, საავტორო უფლების ან ნებისმიერი უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც გადაცემულია თქვენ მიერ წინამდებარე პარაგრაფის შესაბამისად.
  4. შენიშვნა. „სქროლთან“ დაკავშირება შესაძლებელია ელექტორნული ფოსტის მეშვეობით: hello@scroll.eco ან შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ. N 14, საფოსტო კოდი 0107.
  5. სამართლებრივი ნორმის არჩევა; დავის გადაწყვეტა. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება, განიმარტება და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავის შემთხვევაში, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებიდან: (i) მოგებულ მხარეს უფლება აქვს აინაზღაუროს ხარჯები და ადვოკატის გონივრული ჰონორარები (სასამართლო განხილვისას, აპელაციისას ან სხვაგვარად გაწეული), რომლებიც გაღებული იქნა დავის გადაწყვეტისას ან მოგვარებისას, ზიანის კომპენსაციასთან ან სხვა ანაზღაურებებთან ერთად, რომელთა მიღებაზეც მხარე შესაძლოა უფლებამოსილი იყოს; (ii) თითოეული მხარე თანახმაა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები განხილული იქნეს საქართველოს სასამართლოების მიერ, ასევე თანახმაა, რომ ამ სასამართლოების იურისდიქცია გავრცელდეს თითოეულ მხარეზე; (iii) საქმის განხილვა იწარმოებს საქართველოში ქალაქ თბილისში.
  6. სავადლებულო არბიტრაჟი და უარი ჯგუფურ სარჩელზე

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე პარაგრაფიმან შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს თქვენს კანონიერ უფლებებზე, მათ შორის სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებაზე.

9.1 დავის გადაწყვეტის საწყისი ეტაპი. მძღოლის მხარდაჭერის სამსახური ხელმისაწვდომია „Bird-ის“ აპლიკაციის მეშვეობით, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ თვითგორიალას გამოყენებასთან ან/და წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის თაობაზე. მხარეებმა უნდა მიმართონ მაქსიმალურ ძალისხმევას აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, რათა მოაგვარონ დავა, საჩივარი, საკითხი ან უთანხმოება და კეთილსინდისიერად ჩაატარონ მოლაპარაკებები, რაც წარმოადგენს პირობას შუამდგომლობის, არბიტრაჟის ან სასამართლო განხილვის ინიციატორი ნებისმიერი მხარესთვის.

9.2 სავალდებულო არბიტრაჟი

თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას მხარდაჭერის პროცესის ფარგლებში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია სავალდებულო არბიტრაჟის, როგორც საჩივრების რეგულირების ერთადერთი საშუალების ინიცირება, ქვემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისად. სახელდობრ, ყველა საჩივარი, რომელიც გამომდინარეობს თვითგორიალას გამოყენებიდან და დაქირავებიდან, წინამდებარე ხელშეკრულებიდან და მხარეთა ურთიერთობიდან, ან  კავშირშია აღნიშნულთან, საბოლოოდ უნდა დარეგულირდეს ადმინისტრირებადი  სავალდებულო არბიტრაჟის მიერ, ან სხვაგვარად, ერთობლივად შეთანხმებული არბიტრის მიერ ან საარბიტრაჟო მომსახურებით, ან ერთობლივად შეთანხმებული საარბიტრო მომსახურებისთვის მოქმედი კომერციული არბიტრაჟის წესების შესაბამისად, რაც არ მოიცავს ჯგუფური სარჩელის მარეგულირებელ ან ნებადამრთველ ნებისმიერ წესს ან პროცედურას.

არბიტრს უნდა გაჩნდეს ექსკლუზიური უფლებამოსილება რათა გადაწყვიტოს ყველა დავა, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან კავშირშია მის ინტერპრეტაციასთან, გამოყენებასთან, იძულებით განხორციელებასთან ან ფორმირებასთან, მათ შორის, თუმცა არამხოლოდ, ნებისმიერი საჩივარი, რომელშიც მოითხოვება წინამდებარე ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ან გასაუქმებლად ცნობა, ან განსაზღვროს ექვემდებარება თუ არა საჩივარი საარბიტრაჟო განხილვას. არბიტრი უფლებამოსილი უნდა იყოს უზრუნველყოს ნებისმიერი სასამართლო დაცვის საშუალება, რომელიც ხელმისაწვდომია სასამართლოში კანონის ან სამართლიანი უფლების შესაბამისად. არბიტრის გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და შესასრულებლად სავალდებულო მხარეებისთვის, და შეიძლება წარდგენილი იქნას კომპეტენტური იურისდიქციის ნებისმიერ სასამართლოში სასამართლო გადაწყვეტილების სახით.

თუ საარბიტრაჟო სარჩელის მოსაკრებელი აჭარბებს სასამართლოში სარჩელის შეტანის მოსაკრებელს, „სქროლი“ დაფარავს დამატებით ღირებულებას. საარბიტრაჟო რეგლამენტი ასევე შესაძლებლობას გაძლევთ გარკვეულ შემთხვევებში აინაზღაუროთ ადვოკატისთვის გადახდილი ჰონორარის თანხა. ისინი ასევე აცნობიერებენ, რომ რიგ შემთხვევებში, საარბიტრაჟო სასამართლოს გადასახადმა შესაძლოა გადააჭარბოს სასამართლო ბაჟის ოდენობას და რომ დოკუმენტების წარდგენის უფლება შესაძლოა არბიტრაჟში უფრო შეზღუდული იყოს, ვიდრე სასამართლოში.

9.3 ადგილმდებარეობა. საარბიტრაჟო განხილვა შედგება საქართველოში ქ. თბილისში ან ორმხრივად შეთანხმებულ ადგილას.

9.4 უარი ჯგუფურ სარჩელზე. მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი არბიტრაჟი უნდა ჩატარდეს მხოლოდ მათი ინდივიდუალური ძალისხმევით და არა ჯგუფური ან სხვა წარმომადგენლობითი სარჩელის საფუძველზე, ასევე მხარეები არაორაზროვნად აცხადებენ უარს ჯგუფური საჩელის შეტანაზე ან ჯგუფური მხარდაჭერის მოძიებაზე. თქვენ დასქროლითანხმდებით, რომ თითოეულ თქვენგანს მეორე მხარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა შეუძლია მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით და არა როგორც სავარაუდო ჯგუფის წევრს ან  წარმომადგენლობითი სარჩელის მონაწილეს. თუ რომელიმე სასამართლო ან არბიტრი გადაწყვეტს, რომ წინამდებარე პარაგრაფში მოცემული განცხადება ჯგუფურ სარჩელზე უარის შესახებ ანულირებული ან ძალადაკარგულია ნებისმიერი მიზეზით ან რომ არბიტრაჟს შეუძლია ჯგუფური სარჩელის განხილვა, ასეთ შემთხვევაში არბიტრაჟის შესახებ ზემოთ მოყვანილი დებულება უნდა ჩაითვალოს მთლიანად ანულირებულად და გაუქმებულად და ასევე უნდა ჩაითვალოს, რომ მხარეები არ შეთანხმებულან საარბიტრაჟო გარჩევის შესახებ.

9.5 ინტელექტუალურ საკუთრებასთან და მცირე სარჩელებთან დაკავშირებული სასამართლო განხილვა. მიუხედავად მხარეთა გადაწყვეტილებისა რომ ყველა დავა მოგვარდეს არბიტრაჟის მეშვეობით, ნებისმიერ მხარეს შეუძლია სარჩელის შეტანა სასამართლოში ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლების დასაცავად („უფლება ინტელექტუალურ საკუთრებაზე“ ნიშნავს პატენტებს, საავტორო უფლებებს, მორალურ უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს და სავაჭრო საიდუმლოს, მაგრამ არა კონფიდენციალობის ან საჯაროობის უფლებებს). ნებისმიერ მხარეს შეუძლია ასევე მიმართოს სასამართლოს მცირე სარჩელების ან იმგვარი სარჩელების განსახილველად, რომლებზეც  ვრცელდება სასამართლოს იურისდიქცია.

9.6 უარის უფლება. თქვენ უფლება გაქვთ უარი განაცხადოთ და არ იქნეთ დავალდებულებული საარბიტრაჟო განხილვის და ჯგუფური სარჩელის შესახებ უარის ზემოთ მოყვანილ დებულებებზე, აღნიშნული უარის დამადასტურებელი გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. გობრონიძის ქ. მუხიანის რაიონი, ყოფილი რადიოქარხანა, საფოსტო ინდექსი 0172.  შეტყობინება უნდა გაიგზავნოს 30 დღის განმავლობაში ძალაში შესვლის თარიღიდან ან თქვენ მიერ მომსახურებით პირველად სარგებლობის თარიღიდან, იმის მიხედვით თუ რომელი თარიღია უფრო გვიანდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგეკისრებათ დავის საარბიტრაჟო გადაჭრის ვალდებულება ხსენებული პარაგრაფების პირობების შესაბამისად. თუ უარს განაცხადებთ აღნიშნულ დებულებებზე არბიტრაჟის შესახებ, „სქროლიც“ შესაბამისად არ იქნება აღჭურვილი ანალოგიური ვალდებულებებით.

9.7 წინამდებარე ნაწილის ცვლილებები

„სქროლი“ უზრუნველყოფს წინასწარ წერილობით შეტყობინებას წინამდებარე ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებები ძალაში შევა მხოლოდ წინასწარი წერილობითი შეტყობინების უზრუნველყოფის შემდეგ და პერსპექტიულად შეეხება მხოლოდ შეტყობინების შემდეგ პერიოდში წარმოშობილ ნებისმიერ პრეტენზიას.

ნებისმიერი დავის შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება საარბიტრაჟო განხილვას, თქვენ და „სქროლი“ თანხმდებით დაექვემდებაროთ თბილისში, საქართველოში არსებული სასამართლოების პერსონალურ და ექსკლუზიურ იურისდიქციას და განხილვაც შესაბამისად აღნიშნულ სასამართლოებში შედგეს. თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ დაუშვათ პროცესის მომსახურება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და ამით უარს აცხადებთ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ და ყველა ხელმისაწვდომ დაცვის საშუალებაზე.

  1. უარი და დათქმა ხელშეკრულების მოქმედების შესახებ მისი რომელიმე ნაწილის ანულირების შემთხვევაში. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების დარღვევასთან დაკავშირებით პრეტენზიის წაყენებაზე უარი არ წარმოადგენს უარს ნებისმიერ სხვა დარღვევასთან ან წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე სხვა დებულების დარღვევასთან დაკავშირებით პრეტენზიაზე. წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები წარმოადგენს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ და გამიჯნულ ნაწილებს და არცერთი დებულება არ შეიძლება დაზარალდეს ან გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან კანონიერი ძალის არმქონედ იმის გამო, რომ ნებისმიერი მიზეზით ნებისმიერი სხვა დებულება ან სხვა დებულებები შეიძლება ცნობილი იქნეს მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ან კანონიერი ძალის არმქონედ.
  2. სამართლებრივი დაცვის ურთიერთშემავსებელი საშუალებები. წინამდებარე ხელშეკრულებაში წარმოდგენილი ან ნახსენები ყველა უფლება და სამართლებრივი დაცვის საშუალება არის ურთიერთშემავსებელი და არაექსკლუზიური, და რომელიმე მათგანით სარგებლობა არ გამორიცხავს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებით ან სამართლებრივი დაცვის საშუალებით სარგებლობის შესაძლებლობას ან მათ მოქმედებას.
  3. საბოლოო ხელშეკრულება; „სქროლისმიერ განხორციელებული მოდიფიკაცია. წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს სრულ, საბოლოო და ექსკლუზიურ ინტეგრირებულ შეთანხმებას მხარეთა შორის მის საგანთან დაკავშირებით. წინამდებარე ხელშეკრულება ცვლის ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით მიღწეულ ყველა სხვა წინარე შეთანხმებას, იქნება ეს წერილობითი თუ სიტყვიერი. ნებისმიერ მომენტში და პერიოდულად, ასევე მძღოლის თანხმობის გარეშე, „სქროლს“ შეუძლია ცალმხრივად და საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულების შესწორება, მოდიფიკაცია ან ცვლილება. ნებისმიერი ამგვარი შესწორების, მოდიფიკაციის ან ცვლილების შემდეგ „სქროლის მომსახურებებიდან“ რომელიმეთი სარგებლობის გაგრძელებით მძღოლი თანხმობას აცხადებს ყველა ამგვარი შესწორების, მოდიფიკაციის ან ცვლილების დაცვის თაობაზე. მძღოლმა რეგულარულად და ყურადღებით უნდა გადახედოს წინამდებარე ხელშეკრულებას რათა ინფორმირებული იყოს ყველა შესწორების, მოდიფიკაციის და ცვლილების შესახებ. ყოველთვის, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულება ცვლილებას დაექვემდებარება, „სქროლი“ გამოაქვეყნებს შეტყობინებას თავის ვებგვერდზე. „სქროლის“ ვებგვერდზე მითითებული ფასები ან „Bird“-ის აპლიკაცია ანაცვლებს წინამდებარე ხელშეკრულებაში მოყვანილ ყველა ფასს.
  4. ხელშეკრულების განმარტება. წინამდებარე ხელშეკრულების სათაურები არ ახდენს გავლენას ამ ხელშეკრულების განმარტებაზე. კავშირი „ან“ არ არის გამომრიცხავი მნიშვნელობის მატერებელი. „მათ შორის“ ნიშნავს „მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ“. თუ შინაარსი სხვაგვარად არ მოითხოვს, მხოლობით ან მრავლობით რიცხვში წარმოდგენილი სიტყვებიდან ყოველი მოიცავს მხოლობით რიცხვს ან მრავლობით რიცხვს.
  5. წინამდებარე ხელშეკრულების ნებაყოფლობითი შესრულება. წინამდებარე ხელშეკრულება იდება ნებაყოფლობით, მისი შინაარსის გათვალისწინებით და „სქროლის“ მხრიდან ან მისი სახელით განხორციელებული ნებისმიერი ზეწოლის ან არასათანადო გავლენის გარეშე. მძღოლი აღიარებს, რომ (ა) გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებას; (ბ) აცნობიერებს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და შედეგებს, მათ შორის მასში შემავალ პუნქტებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ; და (გ) სრულად აცნობიერებს წინამდებარე ხელშეკრულების სამართლებრივ და სავალდებულო ძალას.
  6. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება; უარი; რისკზე პასუხისმგებლობის აღება.

იმის სანაცვლოდ, რომ მძღოლს ეძლევასქროლის მომსახურებებით“, თვითგორიალებით და სხვა აღჭურვილობით ანსქროლისმიერ უზრუნველყოფილი შესაბამისი ინფორმაციით სარგებლობის შესაძლებლობა, მძღოლი თანხმობას აცხადებს სრულად გაათავისუფლოსსქროლიდა Bird Rides Europe B.V პასუხისმგებლობისგან, დაიცვას ის მესამე პირების პრეტენზიებისგან და თავიდან აარიდოს ზარალი მას და მის მესაკუთრეებს, მენეჯერებს, ფილიალებს, თანამშრომლებს, კონტრაქტორებს, ოფიცრებს, დირექტორებს, აქციონერებს, აგენტებს, წარმომადგენლებს, სამართალმემკვიდრეებს, დანიშნულ პირებს, ასევე  კანონით დაშვებული მაქსიმალური ხარისხითნებისმიერ მუნიციპალიტეტს (მათ შორის მასში არჩეული და დანიშნულ თანამდებობის პირებს, ოფიცრებს, თანამშრომლებს, აგენტებს, კონტრაქტორებს და მოხალისეებს), რომელშიც მძღოლი სარგებლობსსქროლის მომსახურებებით“, და ყველა მესაკუთრეს ან ოპერატორს, რომელთანაცსქროლსხელშეკრულება აქვს გაფორმებულისქროლის მომსახურებებითსარგებლობის შესახებ ან ყველა ამგვარი მხარის მესაკუთრეებს, მენეჯერებს, ფილიალებს, თანამშრომლებს, კონტრაქტორებს, ოფიცრებს, დირექტორებს, აქციონერებს, აგენტებს, წარმომადგენლებს, სამართალმემკვიდრეებს და დანიშნულ პირებს (ერთობლივად -„პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირები“), გაათავისუფლოს ისინი ყველაპრეტენზიიდანგამომდინარე ვალდებულებებისგან, რომლებიც წარმოიშობა მძღლის მიერსქროლის მომსახურებებით“, თვითგორიალებით ან დაკავშირებული აღჭურვილობით სარგებლობიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის და არამხოლოდ, საჩივრებისგან, რომლებიც განპირობებულიაპასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირებისმხრიდან სავარაუდო დაუდევრობით, ხელშეკრულების დარღვევით ან/და არაორაზროვანი ან ნაგულისხმები გარანტიის დარღვევით, გარდა პრეტენზიებისა, რომლებიც ეფუძნებაპასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირებისმხრიდან უხეშ დაუდევრობას და მიზანმიმართულ არასათანადო ქცევას. ამგვარი გათავისუფლებები ყველა პრეტენზიაზე პასუხისმგებლობისგან ზოგად და სრულ გათავისუფლებებს წარმოადგენს.

თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით რომ Bird Rides Europe B.V ან სხვა მისი შვილობილი კომპანია არ არის მხარე ამ ხელშეკრულების და ნებისმიერი შემთხვევის დროს და პრეტენზიის გამოხატვისას მოქმედებთ მხოლოდ სქროლის წინააღმდეგ.

 „პრეტენზიებინიშნავს, ერთობლივად, ნებისმიერ და ყველა პრეტენზიას, ტრავმას, მოთხოვნას, პასუხისმგებლობას, დავას, სარჩელის მიზეზს (მათ შორის კანონით დადგენილს, ხელშეკრულებიდან, დაუდევრობიდან ან დელიქტური მოთხოვნიდან გამომდინარეს), სასამართლო განხილვას, ვალდებულებას, დავალიანებას, გირაოს, საურავს, დარიცხვას, ჯარიმას, ხელშეკრულებას, დაპირებას, ხარჯს, გადახდას (მათ შორის ადვოკატის ჰონორარს, გადახდილს სასამართლო განხილვისას, აპელაციისას ან სხვა დანიშნულებით), ზიანს (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, პერსონალური ტრავმა, ძალადობრივი გარდაცვალება, ქონების დაზიანება ან მძღოლის ან მესამე მხარის ტრავმა, გამომდინარე საკომპენსაციო ან საჯარიმო ზიანი), ან ზარალს (იქნება ეს ცნობილი, უცნობი, განცხადებული, განუცხადებელი, ფიქსირებული, პირობითი თუ შემთხვევითი), რომელიც წამოიშობა ან გამომდინარეობს () ნებისმიერისქროლის მომსახურებიდან“, რომელიც მოიცავს თვითგორიალებს, განთავსებას, აღჭურვილობას, ტექნიკურ მოსმახურებას, დაკავშირებულ ინფორმაციას, წინამდებარე ხელშეკრულებას ან () მძღოლის მიერ ზემოაღნიშნულიდან რომელიმეთი სარგებლობას.

კანონით ნებადართული მაქსიმალური ხარისხით და მძღოლის მიერსქროლის მომსახურებათაგანნებისმიერით, თვითგორიალათი ან დაკავშირებული აღჭურვილობით სარგებლობასთან დაკავშირებით, „სქროლიან სხვაპასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირებიუარს აცხადებენ ყველა არაორაზროვან და ნავარაუდებ გარანტიაზე, მათ შორის კონკრეტული მიზნისთვის საქონლის ვარგისიანობის და შესაბამისობის გარანტიაზე. „სქროლისყველა მომსახურება, თვითგორიალა და დაკავშირებული აღჭურვილობა უზრუნველყოფილიაგარანტიის გარეშედაროგორც ხელმისაწვდომია“, და მძღოლი ეყრდნობა მათ საკუთარი რისკის საფუძველზე.  

მძღოლისთვის ცნობილია, რომ მის მიერსქროლისყველა მომსახურების, თვითგორიალების და დაკავშირებული აღჭურვილობის გამოყენება მოიცავს აშკარა და არცთუისე აშკარა რისკებს, საშიშროებებს და საფრთხეებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს მძღოლის ან სხვა პირების ტრავმა ან სიკვდილი და ქონების დაზიანება, და რომ ამგვარი რისკები, საშიშროებები და საფრთხეები შეუძლებელია ყოველთვის განსჭვრეტილი ან არიდებული იყოს. რისკები, საშიშროებები და საფრთხეები მოიცავს შემდეგს, თუმცა არ შემოიფარგლება მათით:

  • თვითგორიალები და სხვა ობიექტები;
  • ფეხით მოსიარულეები;
  • საგზაო მოძრაობა;
  • თვითგორიალას ან კომპონენტის გაუმართაობა;
  • გზის მდგომარეობა;
  • ამინდის პირობები;
  • პარაგრაფ 1.7-ში მითითებული, თვითგორიალას გამოყენებასთან ან/და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოქმედი კანონების  დაუცველობა;
  • პარაგრაფ 1.8.-ში ჩამოთვლილი აკრძალული ქმედებების განხორციელება;
  • პარაგრაფ 3.1.-ში მითითებული მოთხოვნილი უსაფრთოების შემოწმების განუხორციელებლობა;
  • ჩაფხუტის გამოუყენებლობა იქ სადაც ამას კანონი მოითხოვს; და
  • სქროლის“, ნებისმიერი სხვაპასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირის“, მძღოლის ან მესამე მხარის დაუდევარი მოქმედებები ან უმოქმედობა.

მძღოლი ყოველთვის ერთპიროვნულადაა სრულად პასუხისმგებელი თვითგორიალას უსაფრთხო ექსპლუატაციაზე. მძღოლი ადასტურებს, რომ თვითგორიალა წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს, მაშინაც კი, როდესაც თვითგორიალას სათანადო ტექნიკური მომსახურება აქვს ჩატარებული და რომ ამგვარმა გაუმართაობამ შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს. მძღოლი კისრულობს სრულ და ყველანაირ პასუხისმგებლობას ყველა დაკავშირებულ რისკთან, საშიშროებასთან და საფრთხესთან დაკავშირებით.

კანონით ნებადართული მაქსიმალური ხარისხით, ხელშეკრულება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ მოიცავს ნებისმიერ და ყველა საჩივარს, რომელიც დაკავშირებულიასქროლის“, „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირებისდა ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ერთპიროვნულ ან ნაწილობრივ პასუხისმგებლობასთან ან გამომდინარეობს ამ უკანასკნელიდან. ამრიგად, მძღოლი არაორაზროვნად აცხადებს უარსპასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული პირების“, ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ან ნებისმიერი სხვა მხარის წინააღმდეგ ჩივილზე, რომლებსაც მძღოლი არ იცნობს ან არ ვარაუდობს რომ არსებობენ მის სასარგებლოდსქროლის მომსახურებებითსარგებლობისას, ამასთან, არაორაზროვნად აცხადებს უარს მძღოლის უფლებებზე ნებისმიერი კანონის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მძღოლის უცნობი საჩივრის დაცვას

16.უფლებამოსილი მძღოლის ვალდებულებები და მესამე პირის დაზღევა:

გარდა https://www.bird.co./terms-ზე განთავსებული მომსახურების პირობებზე დათანხმებისა, „სქროლზე“ რეგისტრაციისას თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას სადაზღვევო ხელშეკრულება/პირობებს EG/SCOOTER/TPL 2020/V1, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე: www.euroins.ge.