სქროლის სიახლეები

რჩევები ზამთარში უსაფრთხოდ გასასქროლად 

ალბათ შეამჩნევდი გარეთ როგორ აცივდა, დაზამთრდა და შაბათ-კვირაობით მზიანი ქუჩების აღმოჩენის ნაცვლად, თბილ ქურთუკებსა და შარფებში გახვევის დრო დადგა. ამ სეზონის არაპროგნოზირებადი ამინდები ნიშნავს იმას, რომ გასქროლვისას კიდევ უფრო ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყო. რადგან ჩვენი მგზავრების უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ძირითადი წესების გარდა, დამატებით გიზიარებთ ზამთრის უსაფრთხოების აუცილებელ რჩევებს, რათა სქროლის სკუტერები ცივ ამინდებშიც დარჩეს შენთვის გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო და საყვარელ ალტერნატივად:

გასვლამდე შეამოწმე ამინდი! გახსენი შენი საყვარელი ამინდის აპი, გაეცანი ამინდის პროგნოზს ან ჩახედე Bird-ის აპლიკაციას იმის შესამოწმებლად, შესაძლებელია თუ არა გასქროლვა. თუ ამინდი სამგზავროდ უსაფრთხო არ იქნება, ჩვენი სკუტერები დროებით გაითიშება.

იყავი ხილვადი! დაზამთრებასთან ერთად დღე იკლებს, ღამე კი იმატებს, ამიტომაც შეეცადე ნათელი ფერის ტანსაცმელი შეარჩიო, რათა გასქროლვისას ყველამ დაგინახოს, თუნდაც არასაკმარისი განათების პირობებშიც. 

მოერიდე მაღალი სიჩქარით გასქროლვას! გადაადგილებისას აუცილებლად აკონტროლე სიჩქარე. განსაკუთრებით უამინდობის პირობებში შესაჩერებლად მანქანებისა და ველოსიპედების მგავსად, ელექტრო სკუტერებიც ნელ-ნელა უნდა შეანელო. 

წვიმიან თუ მზიან ამინდებში, ყოველთვის დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები! Საგზაო მოძრაობის წესები ვრცელდება ავტომობილებზეც, ველოსიპედებზეც და სკუტერებზეც. გასქროლე მოძრაობის მიმართულებით, გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს და სადაც შესაძლებელია აუცილებლად მხოლოდ ველობილიკებზე. ტროტუარზე მოძრაობისას კი გზა დაუთმე ქვეითებს და არ შეუშალო მათ ხელი გადაადგილებაში.

იყავი კომფორტულად! ზამთრის ცივ დღეებში, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ხოლო ხელთათმანებს შეუძლია შენი მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახადოს.

გამოიყენე ზარი! სქროლის სკუტერებზე დამაგრებულია სპეციალური ზარები, მათი ხმა ქალაქის ქუჩებს საახალწლო განწყობასაც უქმნის და საშუალებასაც გაძლევს შენი მიახლოვების შესახებ გააგებინო სქროლის სხვა მგზავრებს, ველოსიპედისტებსაც და ფეხით მოსიარულეებსაც.

დააპარკინგე, როგორც პროფესიონალმა! მოერიდე საზოგადოებრივი გზების დაბლოკვას. მგზავრობის დასრულებისას, გააჩერე პროფესიონალურად ისე, რომ არავის შეუშალო ხელი გადაადგილებაში.

და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს ხელთათმანების, პირბადის და ჩაფხუტის გაკეთება. გისურვებთ ბედნიერ ზამთრის სეზონს!