სქროლის სიახლეები

რა არის “ბოლო კილომეტრის ტრანსპორტირება”

დიდ ქალქებში გზები სულ უფრო და უფრო გადატვირთული ხდება. ხშირი და ხანგრძლივი საავტომობილო საცობები კი დროისა და მოთმინების გარდა, ადამიანებს პროდუქტიულიბასაც გვაკარგვინებს. ამას მარტივად შეამჩნევდი თუ ხშირად გიწევს სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილება, მაგალითად, სამსახურში ან სკოლაში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაწილობრივ აგვარებს ამ საკითხს. რაც უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ავტობუსებით ან მეტროთი, მით უფრო ნაკლები მანქანა მოძრაობს ქუჩებში. რადგან ბუნებრივია, მეტრო ვერ შექმნის საცობს და გარკვეულ მონაკვეთებზე ავტობუსებსაც აქვთ სპეციალური სავალი ზოლები.

მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უახლოესი გაჩერება შორსაა, ან უახლოესი მეტროს სადგური შენგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა. თან სპეციალური სავალი ზოლები ყველგან არ არის და შესაბამისად, რომელიმე საცობში დიდი ალბათობით მაინც მოხვდები. 

თუ გსმენია ტერმინი “ბოლო კილომეტრის ტრანსპორტირება”, ეს ზუსტად აღწერს ამ პრობლემას.

 

რა არის ბოლო კილომეტის ტრანსპორტირება?

ბოლო კილომეტრი არის ის მოკლე მანძილი, რომელიც დარჩენია დანიშნულების წერტილამდე მისასვლელად. ფეხით მისი გავლა დამღლელია და თან დროში გაწელილი. დღევანდელ სამყაროში ყოველთვის არ გვაქვს ამდენი დროისა და ენერგიის ფუფუნება. მანქანით კი ამ მონაკვეთის დაფარვა არ ღირს, რადგან შეიძლება საცობში მოხვდე და ადგილზე მისულმა კიდევ უფრო დიდი დრო დახარჯო გასაჩერებელი ადგილის პოვნაზე. საზოგადოებრივ ტრანსპორტს კი მხოლოდ გაჩერებამდე შეუძლია მიგიყვანოს და არა ზუსტად დანიშნულების ადგილამდე. თუმცა ამ სიტუაციიდან არსებობს ერთი გამოსავალი.

 

ბოლო კილომეტრის პრობლემის გადაჭრა:

ბოლო კილომეტრის პრობლემა მოგვარდება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც შეესაბამება შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მისი ტარება შეუძლია 1 ადამიანს
  • თუ საკუთარი არ გყავს, შეგიძლია იპოვნო ქუჩაში, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით განბლოკო და გამოიყენო
  • საკმარისად სწრაფია
  • არ იჭედება საცობში
  • მისი დაპარკინგება არ წარმოადგენს პრობლემას

ამ კომპონენტების მიხედვით ალბათ მარტივად მიხვდებოდი, რომ საუბარი გვაქვს ელექტრო სკუტერებზე.

სქროლის ელექტრო სკუტერები ბოლო კილომეტრის დასაფარად:

სქროლის ელექტრო სკუტერები აკავშირებს ნებისმიერ დანიშნულების ადგილს ქალაქის საერთო სატრანსპორტო ქსელთან ამიტომაც, გასქროლვა შესანიშნავი გამოსავალია ბოლო კილომეტრის ტრანსპორტირების პრობლემის მოსაგვარებლად. ის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა ისედაც გადატვირთული ქუჩების სწრაფად და სასიამოვნოდ გასავლელად. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი პოვნა ძალიან მარტივია. შეგიძლია გასვლამდე Bird-ის რუკაზე ყველაზე ახლოს გაჩერებული სკუტერი ამოირჩიო, განბლოკო, გასქროლო და საცობებს თავი აარიდო. პრობლემას არ წარმოდგენს მისი დაპარკინგებაც, შეგიძლია იქვე დატოვო, სადაც დაასრულე მგავრობა. უბრალოდ, მნიშვნელოვანია დააპარკინგო პასუხისმგებლიანად ისე, რომ სხვებს არ შეუზღუდო გადაადგილება.

ყველას გვჭირდება აუცილებელ ადგილამდე მისვლა და ჩვენი ყოველდღიური რუტინის შესრულება, ამისათვის კი ყველაზე სახალისო გზას სქროლი ყველაზე სწრაფად და მარტივად გვაპოვნინებს.