სქროლის სიახლეები

რამდენიმე ფაქტი სქროლზე

ბოლო 6 თვის განმავლობაში, სქროლის ეკო-მეგობრული ტრანსპორტი სულ უფრო პოპულარული და მნიშვნელოვანი გახდა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში. COVID-19 პანდემიამ კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო აშკარა გახადა. ალბათ, იმიტომ, რომ ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობა მნიშვნელოვანი შეზღუდვების დროსაცაა შესაძლებელი და რაც მთავარია, ის ადამიანებთან კონტაქტს სრულიად გამორიცხავს და თავის თავში სოციალურ დისტანცირებასაც გულისხმობს.

იმ პერიოდის განმავლობაში, რაც სქროლი საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში მოგზაურობს, ბევრი რამ დავინახეთ, მაგალითად: სად სქროლავენ ყველაზე ხშირად ჩვენი მგზავრები, დღის რომელი მონაკვეთია საუკეთესო სკუტერით ქალაქის ქუჩების თავიდან აღმოჩენისთვის და ა.შ.

 

ჯამში რამდენი კმ გაისქროლა?

1 მაისიდან დაწყებული დღემდე სქროლის მომხმარებლებმა ჯამში 1,520,893 კმ გაირეს, რაც ეკვატორის 38-ზე მეტჯერ შემოვლას უდრის! მათ რომ ეს მანძილი ავტომობილით გაევლოთ, ამ პერიოდში დედამიწა დაახლოებით 100 ტონით მეტი ნახშირორჟანგით (CO₂) დაბინძურდებოდა.

 

სად სქროლავენ ყველაზე ხშირად?

თბილისში ყველაზე მეტი კილომეტრი ვაკეში გაისქროლა. ალბათ იმიტომ, რომ ჭავჭავაძის გამზირი პირველი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ქუჩების დაგეგმარება, რომელიც ქუჩას ყველასთვის თანაბრად გადაანაწილებს. ჩვენი მგზავრების აზრით, აქ გასქროლვა განსაკუთრებულად კომფორტულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის პრიორიტეტს ქვეითებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტის შემდეგ, ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიაზე ორიენტირებული სატრანსპორტო საშუალებებს ანიჭებს. დღის ნებისმიერ მონაკვეთში, იმ დროსაც კი, როდესაც პიკის საათებია და ქუჩა გადატვირთულია, მთელი ჭავჭავაძის გასქროლვას მხოლოდ 12 წუთს მოანდომებ. შედეგად კი დაზოგავ დროს, იზრუნებ ეკოლოგიაზე და საცობსაც ღიმილიანი სახით აარიდებ თავს.

რომელ საათებში სქროლავენ ყველაზე მეტს?

ბევრი ადამიანი სქროლს სამსახურამდე, ან სხვა აუცილებელ ადგილამდე მისასვლელად იყენებს, ნაწილისთვის ის გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, ბევრისთვის კი სქროლი უბრალოდ მეგზურია, რომელთან ერთადაც რუტინად ქცეულ ყოველდღიურობას ახალ ფერებს მატებს. ყველა მათგანს სხვადასხვა მიზანი ამოძრავებს, თუმცა მათი უმეტესობა სქროლით ამ მიზნების შესრულბას დაახლოებით 18:00 – 20:00 საათებში ახერხებს.

სწორედ მათი – სქროლის მგზავრების დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი საცხოვრებელი გარემო იმაზე ნაკლებად დაბინძურებულია ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო, საცობში იმაზე ნაკლები მანქანა დგას, რაც 6 თვის წინ იდგა და ქვეყანაში მიკრომობილობა იმაზე სწრაფად ვითარდება ვიდრე ოდესმე. ამ ყველაფერმა დაგვანახა ის, თუ როგორ მარტივად გადადიან ადამიანები მანქანებიდან ეკოლოგიურ ტრანსპორტზე საკუთარი დროის დაზოგვისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით. მომავალში თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა და გაიზარდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველანი ვიხილავთ, თუ როგორ გვარდება დღესდღეობით არსებული ურბანული პრობლემები და მწვანდება ქალაქები.