
სქროლერების უსაფრთხოება ჩვენი ფუნდამენტური ფასეულობაა.
შემდეგი მოგზაურობის დროს, გაითვალისწინე ჩვენი რჩევები.

ელექტრო სკუტერის უსაფრთხოება
მეტი ველობილიკი და ნაკლები სამანქანო გადაადგილება გაზრდის უსაფრთხოების ზოგად დონეს.
სად ვატარო
-
იზრუნე ქვეითებზე. ტროტუარზე სიარული ნებადართულია, თუმცა უნდა გაითვალისწინო ქვეითები და მათ გადაადგილებას ხელი არ შეუშალო.
-
ატარე ველობილიკზე, ტროტუარზე და გზის მარჯვენა მხარეს.

სად გავაჩერო
-
სქროლი ისე გააჩერე, რომ საჯარო ინტერესი არ დაზიანდეს: არ დაბლოკო ტროტუარები, ეზოების შესასვლელები, შშმ პირების გასასვლელები და სახანძრო ჰიდრანტები.
-
გააჩერე ველოსიპედისთვის ან სკუტერისთვის განკუთვნილ ადგილებზე, ხეებთან, ქუჩის ნიშნებთან ან ტროტუარის კიდეზე, საჭით ქუჩისკენ მიმართული.
-
დარწმუნდი, რომ საყრდენი “ფეხი” უსაფრთხოდ არის გამოწეული და სკუტერი სწორ პოზიციაში დგას.
-
თავი აარიდე უსწორმასწორო ზედაპირებს, როგორებიცაა: ბალახი, მიწა, ქვები და ქვაფენილი.
გზის წესები
-
გასასქროლად, 18+ წლის უნდა იყო.
-
მართე მარტომ.
-
დაიცავი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესი. მათ შორის, დაემორჩილე ქუჩის და გაჩერების ნიშნებს.
-
განსაკუთრებით ყურადღებით იყავი ქუჩის კვეთებზე.
მართე ყურადღებით
მოერიდე გადატვირთულ სამანქანო საცობებს, განსაკუთრებით, ქუჩის კვეთებზე.
-
განსაკუთრებით ფრთხილად იყავი მანქანებთან: ის შენი ყველაზე დიდი რისკია.
-
ატარე ფრთხილად, შეეჩვიე აჩქარებას და მუხრუჭებს.
-
არ ატარო ცალი ხელით, ტელეფონი ჯიბეში შეინახე.
-
არა ყურსასმენებს: გესმოდეს, რა ხდება შენ გარშემო.
-
არ ატარო არაფხიზელ მდგომარეობაში!